Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 66⁴ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 66⁴ (დანართი 1). მეორადი ნივთის , ხელოვნების ნიმუშის , საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდების შემთხვევაში დღგ - ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების და ამ სქემის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენების/სქემით სარგებლობის მსურველი დასაბეგრი დილერი, ანუ პირი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობს ან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებს მეორად ნივთს, ხელოვნების ნიმუშს, საკოლექციო ნივთს ან ანტიკვარიატს ან ახორციელებს ამ საქონლის იმპორტს, ვალდებულია, დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემის გამოყენებამდე, მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ ინსტრუქციის №III-19 2 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.

2.ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების და ანტიკვარიატის სახეები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის №III-19 3 დანართით.

3.დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური ამ ინსტრუქციის №III-19 4 დანართით გათვალისწინებული ფორმით.

4.დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრ დილერს უფლება აქვს მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური სქემით მოსარგებლე დასაბეგრი დილერების რეესტრიდან ამოღების მოთხოვნით ამ ინსტრუქციის №III-19 5 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადებით.

5.ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) დასაბეგრი დილერის მოგების მარჟა არის დადებითი სხვაობა საქონლის მიწოდების ფასსა და მის შესყიდვის ფასს შორის; ბ) დასაბეგრი დილერის მიერ იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ფასი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოგების მარჟის გაანგარიშებისას, არის ამ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხისა და შესაბამისი დღგ-ის თანხის ჯამი; გ) დასაბეგრი დილერის მიერ საქონლის მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მოგების მარჟის ოდენობის 1,18-ზე გაყოფით, ხოლო დღგ-ის თანხა – ამ გაყოფის შედეგად მიღებული თანხის 0,18-ზე გამრავლებით; დ) დასაბეგრ დილერს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა იმ საქონელზე, რომლის მიწოდება იბეგრება სპეციალური სქემით. ე) დასაბეგრ პირს არ აქვს უფლება, მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მისთვის დასაბეგრი დილერის მიერ მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელთან დაკავშირებით, თუ ამ საქონლის მიწოდება სპეციალური სქემით იბეგრება. ვ) დასაბეგრი დილერის მიერ სპეციალური სქემით სარგებლობის ფარგლებში საქონლის მიწოდების შემთხვევაში გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის თანხის გამოყოფა არ ხდება.

6.დასაბეგრი დილერი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში შეტანის თვიდან დაწყებული, ყოველ საანგარიშო პერიოდზე, საანგარიშო პერიოდის (თვის) მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა,  საგადასახდო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია სპეციალური სქემით დაბეგრილი ოპერაციების შესახებ (ამ თავის მიზნებისათვის შემდგომში – ინფორმაცია) დანართი №III-19 6 ფორმით.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოადგენს დღგ-ის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციის განუყოფელ ნაწილს და ამ ინფორმაციაში ასახული დღგ-ის თანხა შეიტანება დღგ-ის დეკლარაციის შესაბამის დანართში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. თავი XVI 3 . დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 19.07.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 27 მაისის ბრძანება №169 - ვებგვერდი, 28.05.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №343 · ძალაშია 28 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 66³ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 66⁵ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 66³ (დანართი 1)ცალკეულ შემთხვევებში გადახდილი დღგ - ის დარიცხვა და ჩათვლა
  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 66² (დანართი 1)ცალკეულ შემთხვევებში დღგ - ით დაბეგვრა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 161²ცალკეული საქონლის მიწოდების დაბეგვრის სპეციალური სქემა
  • 168დეკლარირების წესი
  • 164დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 92იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისთვის საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენა
  • 203საქონლის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით შემოტანა
  • 82საბაჟო დეკლარაცია და საქართველოს საქონლის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 20¹საგადახდო ინსტრუმენტის მიღება და ქო-ბეჯინგი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶161²16816466³ (…72 (დ…66² (…20¹922038266⁴ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026