1.საგადასახდო დავალიანების ჩამოწერის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, რომელიც საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს დასკვნას., 2. დასკვნის მოსამზადებლად შესწავლილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები: ა.ა ) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; ა.გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ; ა.დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ; ა.ე ) სხვა მტკიცებულებები , რითაც დასტურდება , რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები. ბ) პირის გარდაცვალებისას მემკვიდრის არარსებობის ან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას: ბ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ბ.ბ) პირის გარდაცვალების შესახებ; ბ.გ) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას, სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ; ბ.დ) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას, საგადასახადო ორგანოს შეტყობინება გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების თაობაზე; ბ.ე) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ბ.ვ) საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტორის დასკვნა გარდაცვლილი პირის ქონების ღირებულების შესახებ. გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად პირის აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის შემთხვევაში: გ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; გ.ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის დადასტურების შესახებ; გ.გ) მეურვეობის, მზრუნველობის ან მხარდამჭერად ცნობის უფლებამოსილების დადასტურების შესახებ; გ.დ) საგადასახადო ორგანოს შეტყობინება უგზო-უკვლოდ დაკარგული ან მხარდაჭერის მიმღები პირის საგადასახადო დავალიანების დაფარვის შესახებ; გ.ე) საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტის დასკვნა უგზო-უკვლოდ დაკარგული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის ქონების ღირებულების შესახებ. დ) თუ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს პირის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე, ამ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში: დ.ა ) საგადასახადო დავალიანების შესახებ; დ.ბ) პირის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა ან/და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; დ.გ ) პირის მიერ საგადასახადო ანგარიშგების ( დეკლარაციებისა ან / და გაანგარიშებების წარდგენა ) ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში განუხორციელებლობის თაობაზე. ე) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში: ე.ა ) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ე.ბ) პირის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; ე.გ ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ( დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) შესახებ. ვ) თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან: ვ.ა ) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ვ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ; ვ.გ ) პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შესახებ. ზ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც ქონება მოქმედი საწარმოს სახით გაიყიდა და შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს პარტნიორად: ზ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ზ.ბ) პირის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; ზ.გ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შესახებ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 26.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 15.12.2021წ.
მუხლი 66 (დანართი 1). საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვა
რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

