1.თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ან/და დადგინდა, რომ აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანების დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება, გარდა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტისა.
2.თუ პირი აგრძელებს იგივე სამეწარმეო საქმიანობას, რომელსაც ახორციელებდა გარდაცვლილი მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება და ფაქტობრივად ფლობს მის ქონებას, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ განუცხადოს საგადასახადო ორგანოს და გარდაცვლილი პირის მაგივრად დაფაროს საგადასახადო დავალიანება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ამ ქონებას მემკვიდრეობით, აგრეთვე შეასრულოს ამ პირის ყველა ვალდებულება.
3.პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მიღების დღიდან აღდგება ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება.
4.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც წარედგინება შემოსავლების სამსახურის უფროსს.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 აპრილის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 22.04.2016წ.

