გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 71 (დანართი 1). დღგ-ისაგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულების) შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით (მათ შორის, დღგ-ის გათავისუფლება) სარგებლობის მიზნით, ხელშეკრულების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი) მხარის მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი/მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ცვლილების შემთხვევაში დაზუსტებული ინფორმაცია.

2.(ამოღებულია – 05.12.2011, №600) .

3.შემოსავლების სამსახური ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი/მონაწილე პირების შესახებ მონაცემების საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შეტანას, რომელიც მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რეესტრი განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

4.ხელშეკრულების შესაბამისად პროგრამით/პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ან/და კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი) მხარე ან საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ 2 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შემოსავლების სამსახურს.

5.საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ამ პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას სავალდებულოა საფ-ის გამოწერა, რომელშიც დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).

6.პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას, საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) ან/და მომსახურების გამწევი ვალდებულია გადაამოწმოს რეესტრში პირის საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება. დღგ-ისგან გათავისუფების შემთხვევაში საფ-ში დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).

7.საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით  დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში. 7 ​ 1 . საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ-ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება წარდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად.

7².(ამოღებულია - 04.03.2020, №65) .

8.პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი და ამ მუხლის 7 1 პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი №III-24 დანართის შესაბამისად.

9.საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე და: ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

10.ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

11.ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.

12.განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №330 - ვებგვერდი, 10.11.2014 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 მარტის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 05.03.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულების) შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით (მათ შორის, დღგ-ის გათავისუფლება) სარგებლობის მიზნით, ხელშეკრულების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი) მხარის მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი/მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ცვლილების შემთხვევაში დაზუსტებული ინფორმაცია. 2. (ამოღებულია – 05.12.2011, №600) . 3. შემოსავლების სამსახური ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი/მონაწილე პირების შესახებ მონაცემების საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შეტანას, რომელიც მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რეესტრი განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. ხელშეკრულების შესაბამისად პროგრამით/პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ან/და კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი) მხარე ან საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ 2 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შემოსავლების სამსახურს. 5. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ამ პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას სავალდებულოა საფ-ის გამოწერა, რომელშიც დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული). 6. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას, საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) ან/და მომსახურების გამწევი ვალდებულია გადაამოწმოს რეესტრში პირის საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება. დღგ-ისგან გათავისუფების შემთხვევაში საფ-ში დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული). 7. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირს უფლება აქვს პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით  დაიბრუნოს ან/და ჩაითვალოს მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში. 7 ​ 1 . საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განცხადება პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების (საქონლის/მომსახურების მიწოდების) თვის მომდევნო 3 თვისა. განცხადებას თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ები, ხოლო მატერიალური ფორმით გამოწერილი საფ-ების შემთხვევაში – პირველი ეგზემპლარები. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის ასახვა ხორციელდება წარდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად. 7 2 . (ამოღებულია - 04.03.2020, №65) . 8. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი და ამ მუხლის 7 1 პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი №III-24 დანართის შესაბამისად. 9. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე და: ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 10. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით. 12. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 7 ნოემბრის ბრძანება №330 - ვებგვერდი, 10.11.2014 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 მარტის ბრძანება №65 - ვებგვერდი, 05.03.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3463473563168165¹1656386¹ (…71¹ (…67 (დ…33¹133471 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…მოქალაქეთა პოლიტიკური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა