Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 63

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 63. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:დღგ - დამატებული ღირებულების გადასახადიინდივიდუალური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

2.თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.

3.(ამოღებულია - 01.05.2015, №3581) .

4.(ამოღებულია - 01.05.2015, №3581) .

5.(ამოღებულია - 14.07.2020, №6817) .

5.1 (ამოღებულია - 12.06.2012, №6446).

6.(ამოღებულია - 14.07.2020, №6817) .

7.ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსათვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.

8.გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი .

9.ცალკეულ შემთხვევაში, იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

10.ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გადასახადის გადამხდელს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის გარეშე დაბრუნების შემთხვევებს, წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 13 მარტის კანონი №5 7 91 – ვებგვერდი, 23.0 3 .2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №171 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 ოქტ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  3. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    63-ე მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-7 ნაწილებში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება და ჩათვლა საბაჟო სანქციაზეც გავრცელდა. ახალი მე-10 ნაწილით თანხა გადამხდელს მოთხოვნის გარეშეც შეიძლება დაუბრუნდეს.

  4. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015
  5. 25 ივნ. 2012

    63-ე მუხლის 5¹ ნაწილი ამოღებულია — ტურისტული საწარმოსგან აქტივების შეძენისას გადახდილი დღგ-ის დაბრუნების ნორმა გაუქმდა.

  6. 23 მარ. 2012

    63-ე მუხლს დაემატა 5¹ ნაწილი, რომლის მიხედვით ტურისტულ საწარმოსთან იჯარის სქემაში დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირს შეძენისას გადახდილი დღგ განცხადების წარდგენიდან 3 თვის ვადაში უბრუნდება.

  7. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  8. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    63-ე მუხლის მე-6 ნაწილში დღგ-ის ჩათვლის ან დაბრუნების განცხადების ვადა ახლა ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო 3 თვის ვადაა.

  9. 28 ივნ. 2011

    63-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია გადამხდელის მიმართვის მითითება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავა სახელფასო დავალიანებასა და ზეგანაკვეთურზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება (RS.ge)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 9 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2023
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 14 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 181მუხლი 39გადასახადების ადმი… 68 (დანართი 1)გადასახადების ადმი… 71 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 65გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
  • 62გადასახადის გადახდის ვადა
  • 243საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 18 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 21 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ბარათები და ფორმები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18¹ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

  • 9გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ

  • 11⁶გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 13გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 62საბაჟო ვალდებულების შესრულება
  • 65იმპორტის გადასახადის გადახდის ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13911⁶18¹18139656224368 (დ…71 (დ…18 (დ…17 (დ…21 (დ…6263
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …საჯარო რეესტრის ეროვნუ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026