მუხლი 71¹ (დანართი 1). დღგ-ისგან გათავისუფლება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026
გამოქვეყნდა ახალი რედაქცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.
1.„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნით, ინვესტორის მიერ, შემოსავლების სამსახურს წარედგინება განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის თანხის გადახდას. ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დღგ-ის თანხის დაბრუნების განმეორებით მოთხოვნისას შემოსავლების სამსახურისთვის ხელშეკრულების წარდგენა სავალდებულო არ არის.
2.საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნებას;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად;
3.ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.
5.განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №427 – ვებგვერდი, 09.10.2012წ.
დანართი №III-22
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ.
დანართი №III-23
(ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ.
დანართი № II I -2 4
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.
თავი XVIII. დღგ-ის ჩათვლა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნით, ინვესტორის მიერ, შემოსავლების სამსახურს წარედგინება განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის თანხის გადახდას. ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დღგ-ის თანხის დაბრუნების განმეორებით მოთხოვნისას შემოსავლების სამსახურისთვის ხელშეკრულების წარდგენა სავალდებულო არ არის.2. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და:ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნებას;ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად;3. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.5. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №427 – ვებგვერდი, 09.10.2012წ.დანართი №III-22(ამოღებულია)საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ.დანართი №III-23(ამოღებულია)საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №600 – ვებგვერდი, 06.12.2011წ.დანართი № II I -2 4საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.თავი XVIII. დღგ-ის ჩათვლასაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ნოე. 2026 – ახლატექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მნიშვნელობით ახლოსოლიმპიური მოძრაობის ხე…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ტურისტული ზ…საჯარო სამართლის იურიდ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა