Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 73³ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 73³ (დანართი 1). დღგ - ის თანხის კორექტირება

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2.დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება  კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3.დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას: ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე; ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი); გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა; დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ: ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული; ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა; გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული; დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

5.კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.

6.დღგ-ით დასაბეგრი თანხა ასევე კორექტირდება მრავალჯერადი (დაბრუნებადი) საქონლის/ტარის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, როდესაც დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება მრავალჯერადი (დაბრუნებადი) საქონლის/ტარის ხარჯები, ამასთან, მიწოდების საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან სამი საანგარიშო პერიოდის გასვლის შემდეგ დაბრუნებადი საქონელი/ტარა არ იქნა დაბრუნებული. ამ შემთხვევაში, მეოთხე საანგარიშო პერიოდში დგება დასაბეგრი თანხის კორექტირების გარემოება და დამატებით დაბეგვრას ექვემდებარება აღნიშნულ საქონელზე/ტარაზე გაწეული ხარჯის ღირებულება.

7.„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტროენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოს, როდესაც ფასის შემცირების გამო ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, უფლება აქვს, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება განახორციელოს არაუგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების (საკომპენსაციო თანხის) ცვლილებით ან/და კვალიფიციური საწარმოს მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობის ცვლილებით, მიუხედავად იმისა, იცვლება თუ არა ამის შედეგად ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფი (ფასი).

8.დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (არ დაიბეგრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში) და აღნიშნული ძირითადი საშუალება გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელზეც დასაბეგრ პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, მიმდინარე და შემდგომი 9 წლის განმავლობაში დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე კორექტირებას/დარიცხვას ექვემდებარება დღგ-ის თანხა, რომელიც გამოითვლება ამ ძირითადი საშუალების წარმოების ფასის 1/10-დან იმ პროპორციული ნაწილის მიხედვით, რომელზეც დასაბეგრ პირს არ გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება.

9.დასაბეგრი პირის მიერ  განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემთხვევაში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160 1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (არ დაიბეგრა შესაბამის საანგარიშო პერიოდში) და აღნიშნული ძირითადი საშუალება (რომელზეც განხორციელებულია რემონტი) გამოიყენება ოპერაციებისთვის, რომელზეც დასაბეგრ პირს აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, მიმდინარე და შემდგომი 4 წლის განმავლობაში დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე კორექტირებას/დარიცხვას ექვემდებარება დღგ-ის თანხა, რომელიც გამოითვლება ამ ძირითადი საშუალების რემონტზე გაწეული ყველა დანახარჯის ღირებულების 1/5-დან იმ პროპორციული ნაწილის მიხედვით, რომელზეც დასაბეგრ პირს არ გააჩნია დღგ-ის ჩათვლის უფლება.

10.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, დღგ-ის თანხის კორექტირების მიზნით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს  №III-24 1 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაციას, რომელშიც მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად; ბ) თუ კორექტირების გამომწვევი გარემოება დადგა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციით მოთხოვნილი დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო, დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან ორი თვის ვადაში. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს დამატებითი  დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა. დღგ-ით დასაბეგრი თანხა დაკორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ამასთანავე, დღგ-ის თანხის კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება ეგზავნება გადასახადის გადამხდელს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 მარტის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 09.03.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 3 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.02.2023წ. დანართი №III-24 1 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 3 თებერვლის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 06.02.2023წ. თავი XIX. ანგარიშგება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №296 · ძალაშია 6 თებ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 73² (დანართი 1)შემდეგი მუხლი 74 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 73² (დანართი 1)ცალკეული შემთხვევები , როდესაც დღგ - ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით
  • 73¹ (დანართი 1)დღგ - ის გადამხდელად რეგისტრაციის / რეგისტრაციის გაუქმების ან ძირითადი საშუალებების მიწოდების დროს , ძირითად საშუალებებზე ჩასათვლელი / გასაუქმებელი დღგ - ის თანხის განსაზღვრა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 179დღგ-ის თანხის კორექტირება
  • 164დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
  • 175დღგ-ის ჩათვლის უფლება

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 21სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
  • 20ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა
  • 23ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 167იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება
  • 173საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 77კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1791641757772 (დ…73² (…73¹ (…21202316717373³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026