Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 164

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 164. დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:კრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვისდღგ - დამატებული ღირებულების გადასახადიპერსონალური ინვესტიციაკომერციული უძრავი ქონების შეფასებაფიზიკური ინვენტარიზაციაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

2.ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის: ა) „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში; ბ) „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე; გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის სხვაობა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხასა და ტურისტული საწარმოს ან/და სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს (ობიექტის/მისი ნაწილის) ფუნქციონირების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) დეკლარირებულ (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით დამატებით დარიცხულ) თანხას შორის.

3.ამ კოდექსის 160 1 მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება; ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

4.დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა მოიცავდეს: ა) გადასახადებს, მოსაკრებლებს, საფასურებს და გადასახდელებს, გარდა დღგ-ისა; ბ) თანმდევ ხარჯებს, როგორებიცაა, საკომისიო, შეფუთვის, ტრანსპორტირების, დაზღვევის ხარჯები, რომლებსაც მიმწოდებელი აკისრებს შემძენს.

5.დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება: ა) ფასდაკლება წინასწარი გადახდისთვის; ბ) საქონლის/მომსახურების შემძენისთვის მინიჭებული და მის მიერ მიწოდების მომენტისთვის მიღებული ფასდაკლება ან სხვა დათმობა; გ) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის/მომსახურების შემძენისგან მიღებული თანხა, როგორც შემძენის სახელითა და დავალებით გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ამასთანავე, დასაბეგრი პირი ვალდებულია დაასაბუთოს ამ ქვეპუნქტში მითითებული ხარჯების ფაქტობრივი მოცულობა და მას არ აქვს უფლება, ჩაითვალოს აღნიშნულთან დაკავშირებით გადახდილი დღგ; დ) ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი − ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის ლიზინგით მიწოდებისას; ე) სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებული/მისაღები პირგასამტეხლო ან სხვა სახის ფულადი ანაზღაურება.

6.მრავალჯერადი ვაუჩერით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ამ ვაუჩერისთვის გადახდილი ანაზღაურება, დღგ-ის გარეშე. ხოლო ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მრავალჯერად ვაუჩერში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში მითითებული ღირებულების 1.18-ზე გაყოფის შედეგად.

7.ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ: ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება; ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე; გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

8.მრავალჯერადი (დაბრუნებადი) საქონლის/ტარის ხარჯები არ შეიტანება დღგ-ით დასაბეგრ თანხაში. ამასთანავე, თუ აღნიშნული საქონელი არ დაბრუნდა, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №171 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    164-ე მუხლში დროებითი შემოტანის განსაზღვრა მიბმულია საქართველოს საბაჟო კოდექსზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტში მისი განხორციელების მომენტია საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა; თანხა კვლავ 162-ე მუხლზე მიმართვით განისაზღვრება.

  2. 12 აპრ. 2012

    164-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში „სასაქონლო დეკლარაციის“ ნაცვლად ჩაიწერა „საბაჟო დეკლარაციის“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 163¹შემდეგი მუხლი 164¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრიჯ დაფინანსება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაწყობო და ლოგისტიკური ობიექტის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაწყობო მარაგების ინვენტარიზაცია და ზედმეტობის/დანაკლისის აღრიცხვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დღგ კონსულტაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 2 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2019
  • 17 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 160მუხლი 160¹მუხლი 172

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს
  • 163დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
  • 159დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 48¹ (დანართი 1)ანაზღაურების გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე
  • 73³ (დანართი 1)დღგ - ის თანხის კორექტირება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 38გარიგების ფასის მეთოდი
  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 44შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 13საგადახდო მომსახურების ცნება
  • 20¹საგადახდო ინსტრუმენტის მიღება და ქო-ბეჯინგი

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 16³პასუხისმგებლობა საშუამავლო კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
160160¹172164¹16315972 (დ…48¹ (…73³ (…1320¹16³3816844164
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026