Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 80 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 80 (დანართი 1). შემოსავლების სამსახურის მიერ აქციზური მარკების გაცემა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345677¹8910111213141516

1.აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს შემოსავლების სამსახური ცენტრალიზებული წესით.

2.აქციზური მარკების გაცემა ხორციელდება: ა) მეწარმე სუბიექტზე, გარდა სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისა – აქციზური მარკების შეძენის შესახებ მათი განაცხადის საფუძველზე; ბ) ფიზიკურ პირზე – საფოსტო გზავნილით შემოტანილი აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის კონტროლის ზონაში მარკირებისათვის – პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე; გ) (ამოღებულია - 24.02.2026, №53) .

3.მეწარმე სუბიექტის განაცხადი ელექტრონული ფორმით აქციზური მარკების მოთხოვნის შესახებ ამ მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარედგინება შემოსავლების სამსახურს.

4.(ამოღებულია – 24.03.2015, №87) .

5.აქციზური მარკების შეძენის შესახებ წარდგენილ განაცხადში მიეთითება: ა) გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) აქციზური საქონლის დანიშნულება; გ) საქონლის დასახელება; დ) გამოყენებული ნაწარმის მოცულობა ან ღერების რაოდენობა და ზომის ერთეული.

6.განაცხადს აქციზური მარკის შეძენაზე უნდა ერთოდეს სპეციფიკაცია მოთხოვნილი აქციზური მარკების თაობაზე №IV-03 დანართის შესაბამისად და აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალების ასლი. გადამხდელის წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში განაცხადს ასევე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7.მეწარმე სუბიექტი/წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადგენენ  „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ აქტს“ (დანართი №IV-04).

7¹.(ამოღებულია - 24.02.2026, №53) .

8.თამბაქოს ნაწარმის იმპორტის შემთხვევაში, განაცხადს ასევე, უნდა ერთოდეს: ა) თამბაქოს ნაწარმის ნასყიდობის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი და მისი მწარმოებელი ერთი და იგივე პირია. ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის სრული იურიდიული მისამართი, სადაც იგზავნება აქციზური მარკები; ბ) ხელშეკრულება საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციასთან.

9.შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების პირობების ფარგლებში, უზრუნველყოფს აქციზური მარკების თამბაქოს მწარმოებელთან შეუფერხებლად გაგზავნის ორგანიზებას შეფუთული სახით, მათი რაოდენობის, სერიებისა და ნომრების ჩვენებით.

10.თამბაქოს მწარმოებელთან გადაგზავნამდე აქციზური მარკების შეფუთვა ხდება აქციზური მარკების შენახვის ადგილზე, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით.

11.საქართველოს ფარგლებს გარეთ თამბაქოს მწარმოებლისათვის გადასაგზავნად აქციზური მარკების გადაცემა საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციისათვის ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე №IV-05 დანართის შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებული უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციისა და მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ხელმოწერებითა და შესაბამისი ბეჭდებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

12.საქართველოს საზღვრებს გარეთ წარმოებული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების აქტი ივსება 3 ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა შემოსავლების სამსახურს, საფოსტო გზავნილებისა და საკურიერო მომსახურების ორგანიზაციას და მეწარმე სუბიექტს.

13.შემოსავლების სამსახურის მიერ აქციზური მარკების გაცემის შემთხვევაში, თუ მეწარმე-სუბიექტის მიერ წარმოდგენილ სპეციფიკაციაში (ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში) აღნიშნული იქნება ისეთი მოცულობის ტარა, რომელიც ზუსტად არ მიესადაგება აქციზურ მარკებზე აღნიშნულ მოცულობებს, გაიცემა ამ ბრძანებით დადგენილი ყველაზე მიახლოებული, უფრო დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები.

14.შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, გასცეს არსებული სხვა სახეობისა და სეს ესნ-ის სხვა კოდის საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა, ხოლო პროდუქციის სახეობის ფარგლებში, სეს ესნ-ის შესაბამისი კოდის მქონე იმპორტული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, მარკირების/ნიშანდების მოთხოვნების (მათ შორის, ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარების ან/და საკოლექციო მიზნით საქართველოში შემოტანილი) სრულად დაკმაყოფილების მიზნით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, გასცეს სეს ესნ-ის სხვა კოდის საქონლისათვის განკუთვნილი იგივე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მარაგში არსებული ყველაზე დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.

15.შემოსავლების სამსახური მატერიალური ფორმის აქციზური მარკების გაცემას ახორციელებს ეტაპობრივად, თითოეული პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შესაბამისად.

16.(ამოღებულია - 24.02.2026, №53) . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ბრძანება №80 – ვებგვერდი, 14.03.2012წ . საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24  აპრილის ბრძანება №129 – ვებგვერდი, 26.04.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება N87 – ვებგვერდი, 25.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 25.02.2026წ. დანართი: №IV-03 სპეციფიკაცია აქციზური მარკების მოთხოვნაზე № სეს ესნ-ის კოდი საქონლის დასახელება გამოყენებული ნაწარმის მოცულობა ან ღერების რაოდენობა აქციზური მარკების რაოდენობა აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ. დანართი: №IV-04 ა ქ ტ ი აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ ვადასტურებთ, რომ აქციზური მარკების შეძენის შესახებ 20. . . წლის ––––––––– N განაცხადით მოთხოვნილი აქციზური მარკები გასცა, ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხოლო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი) მიიღო ქვემოთ აღნიშნული სპეციფიკაციის შესაბამისად. გაცემულია და მიღებულია შემდეგი სპეციფიკაციის აქციზური მარკები: –––––––––––––––––––––––––––––––––– დან ––––––––––––––––––––––––––––––ჩათვლით (აქციზური მარკების ნომერი, სერია)                 (აქციზური მარკების ნომერი, სერია) –––––––––––––––––––––––––––––––––– დან ––––––––––––––––––––––––––––––ჩათვლით (აქციზური მარკების ნომერი, სერია)                 (აქციზური მარკების ნომერი, სერია) –––––––––––––––––––––––––––––––––– დან –––––––––––––––––––––––––––––ჩათვლით (აქციზური მარკების ნომერი, სერია)                   (აქციზური მარკების ნომერი, სერია) –––––––––––––––––––––––––––––––––– დან –––––––––––––––––––––––––––––ჩათვლით (აქციზური მარკების ნომერი, სერია)                (აქციზური მარკების ნომერი, სერია) –––––––––––––––––––––––––––––––––– დან –––––––––––––––––––––––––––––ჩათვლით (აქციზური მარკების ნომერი, სერია)                (აქციზური მარკების ნომერი, სერია) –––––––––––––––––––––––––––––––––– დან –––––––––––––––––––––––––––––ჩათვლით (აქციზური მარკების ნომერი, სერია)               (აქციზური მარკების ნომერი, სერია) აქციზური მარკების საერთო რაოდენობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– აქიზური მარკები გასცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა) აქიზური მარკები მიიღო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა) 20.......წელი ............................................... დანართი № IV-04 1 (თან ერთვის დანართის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 25.02.2026წ. დანართი № IV-04 2 (თან ერთვის დანართის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 25.02.2026წ. დანართი: №IV-05 აქტი № საიმპორტო თამბაქოსათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ ვადასტურებ, რომ აქციზური მარკების შეძენის შესახებ 20. . .წლის . . . . № . . . განაცხადით მოთხოვნილი აქციზური მარკები სატრანსპორტო აგენტის მეშვეობით . . . _____________________________________________________________________________ (გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი) იგზავნება შემდეგ მისამართზე: --------------------------------------------------------------------------------------- გაცემულია და მიღებულია შემდეგი სპეციფიკაციის აქციზური მარკები: ---------------------------------------------------- დან ------------------------------ ჩათვლით აქციზური მარკების საერთო რაოდენობა: ---------------------------------- აქციზური მარკები გასცა ------------------------------------ (ხელმოწერა) სატრანსპორტო აგენტი ------------------------------------- (ხელმოწერა) აქციზური მარკები მივიღე იმპორტიორი           ------------------------------------- (ხელმოწერა) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი -------------------------------------- (ხელმოწერა) 20.......წელი ...............................................

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №391 · ძალაშია 25 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 79⁴ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 80¹ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 56 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 80¹ (დანართი 1)შერჩეული პირის მიერ აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ფორმის მარკების გაცემა
  • 80² (დანართი 1)შერჩეული პირის მიერ არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელება და მომსახურების გაწევა
  • 81¹ (დანართი 1)შერჩეული პირის მიერ მატერიალური ფორმის აქციზური/არააქციზური მარკის დაბრუნება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 192აქციზური მარკები
  • 192¹არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება
  • 182აქციზის გადამხდელი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 200²აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა
  • 200მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155²მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 93საქონლის ცენტრალიზებული გაფორმება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 10

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
200²200155²70192192¹18280¹ (…80² (…81¹ (…109380 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…სამხედრო და ორმაგი დან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026