ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 16. ავტორიზაციის დეკლარაცია

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია.

2.დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) ინდივიდუალური მეწარმისთვის – დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, სამუშაო ადგილის მისამართი; ბ) იურიდიული პირისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი და გვარი; ბ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის) სახელი და გვარი; გ) საქმიანობის ან/და მომსახურების სახეები, რომლის ავტორიზაციასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი; დ) ქსელის ან/და მომსახურების მოკლე აღწერილობა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზაციის დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდების ასლი, ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების ასლი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი, აგრეთვე წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1968 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.257 საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6305 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №893 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია. 2. დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს: ა) ინდივიდუალური მეწარმისთვის – დაბადების ადგილი და თარიღი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, სამუშაო ადგილის მისამართი; ბ) იურიდიული პირისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი და გვარი; ბ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის) სახელი და გვარი; გ) საქმიანობის ან/და მომსახურების სახეები, რომლის ავტორიზაციასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი; დ) ქსელის ან/და მომსახურების მოკლე აღწერილობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზაციის დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდების ასლი, ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართვის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების ასლი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი, აგრეთვე წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1968 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.257 საქართველოს 2020 წლის 12  ივნისის კანონი №6305 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №893  – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 1 იან. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020
  3. · გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებსა და მე-3 პუნქტში სამეწარმეო რეესტრი შეიცვალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით; „ბ“ ქვეპუნქტში „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა“ გახდა „სამართლებრივი ფორმა“ და „ადგილსამყოფელი“ და „იურიდიული მისამართი“ ადგილებით გაცვალა.

  4. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში დეკლარაციის დანართების ჩამონათვალი შეიცვალა: დაემატა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, წესდება მხოლოდ იურიდიულ პირს ეხება, საიდენტიფიკაციო დოკუმენტი — ფიზიკურ პირს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181415309²⁴4137¹45¹1011 (დ…161461116
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…მაუწყებლობის შესახებგადასახადების ადმინისტ…მეწარმეთა შესახებენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა