გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 80² (დანართი 1). შერჩეული პირის მიერ არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელება და მომსახურების გაწევა

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად მეწარმე სუბიექტი შერჩეულ პირს წარუდგენს ინფორმაციას არამატერიალური ფორმის მარკების წლიური საპროგნოზო მოთხოვნის თაობაზე.

2.საპროგონოზო ინფორმაციის წარდგენა ელექტრონულად უნდა განხორციელდეს ყოველ- კვარტალურად იანვრის, აპრილის, ივლისის და ოქტომბრის თვის არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა. ამასთან, საპროგნოზო ინფორმაცია წარედგინება როგორც კვარტალის სამივე თვეზე ცალ-ცალკე, ასევე მიმდინარე წლის მთლიანი ნუსხა. ყოველთვიური საპროგნოზო შეკვეთისას აუცილებელია ასევე მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოსათხოვი არამატერიალური ფორმის მარკების ნუსხის დადასტურება ან კორექტირება. გარდა ამისა, ივლისის თვის ინფორმაციის მიწოდებისას მეწარმე სუბიექტი აზუსტებს მიმდინარე წლის საპროგნოზო შეკვეთას.

3.არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელების მიზნით, განაცხადი ელექტრონული ფორმით წარედგინება შერჩეულ პირს.

4.არამატერიალური ფორმის მარკით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად მომსახურების მიღების შესახებ წარდგენილ განაცხადში მიეთითება: ა) მომხმარებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) არამატერიალური ფორმის მარკების დანიშნულება; გ) საქონლის დასახელება; დ) არამატერიალური ფორმის მარკების რაოდენობა (1 ცალი ტოლია 1000 ცალის ფორმატით).

5.შემოსავლების სამსახური განიხილავს პირის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას არამატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების თაობაზე.

5¹.შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, არამატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების მიზნით,  პირს მოსთხოვოს დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მარკების გაცემასთან.

5².აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადასახადის გადამხდელთან გაფორმებულია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება) წარმოადგენს განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს.

5³.აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი (განაცხადის დადასტურების მომენტისთვის პირს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ იქნა წარმოდგენილი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია), შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

5⁴.არამატერიალური ფორმის მარკების შეძენაზე განაცხადის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში შერჩეული პირი განმცხადებელს უგზავნის ინვოისს გადასახდელი ნომინალური ღირებულების თანხისა და ანგარიშის რეკვიზიტის მითითებით. არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდებას/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას შერჩეული პირი უზრუნველყოფს გადამხდელის მიერ ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

6.სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდება/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება არ ხორციელდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №406 – ვებგვერდი, 21.09.2012წ . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 09.03.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად მეწარმე სუბიექტი შერჩეულ პირს წარუდგენს ინფორმაციას არამატერიალური ფორმის მარკების წლიური საპროგნოზო მოთხოვნის თაობაზე. 2. საპროგონოზო ინფორმაციის წარდგენა ელექტრონულად უნდა განხორციელდეს ყოველ- კვარტალურად იანვრის, აპრილის, ივლისის და ოქტომბრის თვის არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა. ამასთან, საპროგნოზო ინფორმაცია წარედგინება როგორც კვარტალის სამივე თვეზე ცალ-ცალკე, ასევე მიმდინარე წლის მთლიანი ნუსხა. ყოველთვიური საპროგნოზო შეკვეთისას აუცილებელია ასევე მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოსათხოვი არამატერიალური ფორმის მარკების ნუსხის დადასტურება ან კორექტირება. გარდა ამისა, ივლისის თვის ინფორმაციის მიწოდებისას მეწარმე სუბიექტი აზუსტებს მიმდინარე წლის საპროგნოზო შეკვეთას. 3. არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელების მიზნით, განაცხადი ელექტრონული ფორმით წარედგინება შერჩეულ პირს. 4. არამატერიალური ფორმის მარკით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად მომსახურების მიღების შესახებ წარდგენილ განაცხადში მიეთითება: ა) მომხმარებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) არამატერიალური ფორმის მარკების დანიშნულება; გ) საქონლის დასახელება; დ) არამატერიალური ფორმის მარკების რაოდენობა (1 ცალი ტოლია 1000 ცალის ფორმატით). 5. შემოსავლების სამსახური განიხილავს პირის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას არამატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების თაობაზე. 5 1 . შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, არამატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ განაცხადის დადასტურების მიზნით,  პირს მოსთხოვოს დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მარკების გაცემასთან. 5 2 . აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადასახადის გადამხდელთან გაფორმებულია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება) წარმოადგენს განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველს. 5 3 . აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი (განაცხადის დადასტურების მომენტისთვის პირს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ იქნა წარმოდგენილი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია), შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. 5 4 . არამატერიალური ფორმის მარკების შეძენაზე განაცხადის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში შერჩეული პირი განმცხადებელს უგზავნის ინვოისს გადასახდელი ნომინალური ღირებულების თანხისა და ანგარიშის რეკვიზიტის მითითებით. არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდებას/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას შერჩეული პირი უზრუნველყოფს გადამხდელის მიერ ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. 6. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდება/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება არ ხორციელდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №406 – ვებგვერდი, 21.09.2012წ . საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 09.03.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121315¹200⁶200155²192¹28819280¹ (…81² (…80 (დ…80² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა