Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 99 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 99 (დანართი 1). სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹4¹56789

1.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად, მოსაკრებლის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით.

2.განაცხადში მიეთითება მოქმედი სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს რაოდენობა ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობა და წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდი. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ხდება მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

3¹.წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი, რომლის გადახდა ხდება ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.“ 4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)  ნიშნის შეძენა მოსაკრებლის გადამხდელის მიერ ხდება ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) დაწყებამდე, წინა კვარტალის განმავლობაში.

4¹.წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადაიხადოს წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე.

5.თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)  საქმიანობას ანახლებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ან საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ამასთან  მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება სრულად.

6.თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)  ნებართვას იღებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადების შემოტანიდან დარჩენილი დღეების პროპორციულად.

7.თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ახორციელებს ობიექტის ადგილმდებარეობის ცვლილებას იმ ტერიტორიაზე, სადაც დადგენილია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განსხვავებული (მეტი) განაკვეთი, ობიექტის ადგილმდებარეობის ცვლილებიდან 5 სამუშაო დღეში გადაიხდება მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა.

8.თუ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მოქმედების ვადა სრულდება საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება ნებართვის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილი დღეების პროპორციულად.

9.მიმდინარე საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) განმავლობაში, ამ ბრძანების 105 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის/სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე პირი სარგებლობს მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე გაცემული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 30.01.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 16 მაისის ბრძანება №165 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №267 – ვებგვერდი, 24.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №316 - ვებგვერდი, 08.08.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 31.01.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 15.06.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №325 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №267 – ვებგვერდი, 24.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 11.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №344 · ძალაშია 11 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 98 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 100 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 25 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 98 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები
  • 100 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების აღრიცხვა
  • 93 (დანართი 1)აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის , სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან / და აზარტული ან / და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 6მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი
  • 4მოსაკრებლის ობიექტები
  • 2სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

  • 9სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 12
  • 24¹
  • 28

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 3¹მოსაკრებლის გადახდის წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 276სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
96421224¹283¹27698 (დ…100 (…93 (დ…99 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…სათამაშო ბიზნესის მოსა…სალიცენზიო და სანებართ…ლატარიების, აზარტული დ…მოსაკრებლების სისტემის…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026