ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

1.ბავშვთა კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა. ბავშვთა კავშირში გაწევრიანებისა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს 7 წლის ასაკიდან, თავისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

2.ახალგაზრდული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა. ახალგაზრდულ კავშირში გაწევრებისა და მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვთ საერთო ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ ახალგაზრდული კავშირის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.

3.კავშირს უფლება აქვს ეწოდებოდეს შესაბამისად ბავშვთა ან ახალგაზრდული, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს 2001 წლის 27 აპრილის კანონი №861 - სსმ I, №13, 15.05.2001 წ., მუხ.45 საქართველოს 2002 წლის 28 თებერვლის კანონი №1306 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.29 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3982 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.350 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 მაი. 2001 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-4 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც კავშირს ანიჭებს უფლებას, ეწოდებოდეს ბავშვთა ან ახალგაზრდული, თუ იგი ამ მუხლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11511511164¹6539287854
მითითებამნიშვნელობით ახლოსბავშვთა და ახალგაზრდულ…პროფესიული კავშირების …შემოქმედ მუშაკთა და შე…საქართველოს სამოქალაქო…ბავშვის უფლებათა კოდექ…იურიდიული დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა