Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული კავშირების შესახებმუხლი 2

პროფესიული კავშირების შესახებ

მუხლი 2. პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) შექმნის უფლება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 29 სექ. 2020
თემები:მართვაარასამთავრობო ორგანიზაციის დაცვასპორტსმენის წარმომადგენლობაერთობლივი საწარმოებიპროფკავშირებთან ურთიერთობებიმართვის ჩარჩო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.

2.საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება.

3.პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე.

4.საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგადასახადო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიული კავშირების შექმნის თავისებურებანი განისაზღვრება შესაბამისად ამ ორგანოებისა და სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

5.15 წლის ან 15 წელზე მეტი ასაკის პირს, რომელიც ეწევა შრომით (პროფესიულ) საქმიანობას (მუშაკი) ან სწავლობს უმაღლეს, საშუალო-სპეციალურ ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვს, შექმნას პროფესიული კავშირი, შევიდეს პროფესიულ კავშირში, მონაწილეობა მიიღოს პროფკავშირულ საქმიანობაში და თავისუფლად გამოვიდეს პროფესიული კავშირიდან. დროებით უმუშევარს და პენსიონერს შეუძლიათ დარჩნენ პროფკავშირის წევრებად.

6.პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი, საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიულ სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა ნიშნის მიხედვით.

7.პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ: ა) საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე შექმნან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები; ბ) შექმნან ეროვნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რეგიონული, რაიონული, საქალაქო, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირული ორგანიზაციები და გაერთიანებები (ასოციაციები).

8.პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დასაფუძნებლად საინიციატივო (საორგანიზაციო) ჯგუფი იწვევს დამფუძნებელ კრებას (კონფერენციას, ყრილობას), რომელიც იღებს წესდებას და ირჩევს ხელმძღვანელ პროფკავშირულ ორგანოებს.

9.პროფესიული კავშირი შეიძლება დაფუძნდეს სულ ცოტა 25 პირის ინიციატივით.

10.ყველა პროფესიული კავშირი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7182 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა. 2. საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება. 3. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე. 4. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგადასახადო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიული კავშირების შექმნის თავისებურებანი განისაზღვრება შესაბამისად ამ ორგანოებისა და სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. 5. 15 წლის ან 15 წელზე მეტი ასაკის პირს, რომელიც ეწევა შრომით (პროფესიულ) საქმიანობას (მუშაკი) ან სწავლობს უმაღლეს, საშუალო-სპეციალურ ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვს, შექმნას პროფესიული კავშირი, შევიდეს პროფესიულ კავშირში, მონაწილეობა მიიღოს პროფკავშირულ საქმიანობაში და თავისუფლად გამოვიდეს პროფესიული კავშირიდან. დროებით უმუშევარს და პენსიონერს შეუძლიათ დარჩნენ პროფკავშირის წევრებად. 6. პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი, საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიულ სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა ნიშნის მიხედვით. 7. პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ: ა) საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე შექმნან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები; ბ) შექმნან ეროვნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რეგიონული, რაიონული, საქალაქო, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირული ორგანიზაციები და გაერთიანებები (ასოციაციები). 8. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დასაფუძნებლად საინიციატივო (საორგანიზაციო) ჯგუფი იწვევს დამფუძნებელ კრებას (კონფერენციას, ყრილობას), რომელიც იღებს წესდებას და ირჩევს ხელმძღვანელ პროფკავშირულ ორგანოებს. 9. პროფესიული კავშირი შეიძლება დაფუძნდეს სულ ცოტა 50 25 პირის ინიციატივით. 10. ყველა პროფესიული კავშირი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7182 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 5 ოქტ. 2020
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • LinkedIn რეპუტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წესდება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სტრატეგიული ალიანსები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროფესიული სპორტული მოლაპარაკებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2020-09-29 · №2

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2020-10-05
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 10მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება
  • 7პროფესიული კავშირის წესდება, მისი წესდების რეგისტრაცია, იურიდიული პირის სტატუსის მოპოვება
  • 11დასაქმების ხელშეწყობის უფლება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 20პროფესიული ასოციაციები

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

  • 4—

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 15შემოქმედებითი კავშირის საქმიანობა და მისი ძირითადი უფლებები
  • 9შემოქმედებითი კავშირის სახეები
  • 5შემოქმედებით კავშირში შემოქმედი მუშაკის გაწევრიანება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 67მოხელის პროფესიულ კავშირში გაწევრების უფლება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 26შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 52ზოგადი დებულებები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 35პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
415952026523567107112
მნიშვნელობით ახლოსპროფესიული კავშირების …პროფესიული განათლების …ბავშვთა და ახალგაზრდულ…შემოქმედ მუშაკთა და შე…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 სექ. 2020