ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 87. ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციული მოწყობის ფორმები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:დაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი ორგანოები იქმნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ან ფუნქციონირებს ბავშვის დახმარების სფეროში მომუშავე კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით.

2.სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი ამ კოდექსით გათვალისწინებულ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის დაწესებულებას ქმნიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით ან ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების განმახორციელებელ კერძო პირებს კონკურსის წესით შეარჩევენ.

3.მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახური (სტრუქტურული ერთეული), რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4.ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება მათი სადამფუძნებლო შეთანხმებებით.

5.სახელმწიფო ორგანომ ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკის განსაზღვრისას უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მხარდაჭერის პროგრამის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი კერძო დაწესებულების კონკურსის წესით შერჩევის საფუძველზე განხორციელებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
541275326138586281 (და…351487
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…ადრეული და სკოლამდელი …კონვენცია ბავშვის უფლე…ბავშვთა და ახალგაზრდულ…ახალი კორონავირუსით (S…კანონთან კონფლიქტში მყ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა