ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 85. ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების ეფექტიანი დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს.

2.ამ კოდექსის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მიზნებია: ა) ბავშვის სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) ბავშვის განათლების ხელშეწყობა; გ) ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; დ) ბავშვზე ზრუნვის ხელშეწყობა; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ვ) ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

3.ბავშვის მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო. ამასთანავე, ეს პროგრამა შეიძლება განახორციელონ მუნიციპალიტეტმა და კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

5.კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება კოორდინირებული უნდა იყოს საჯარო დაწესებულების შესაბამის ღონისძიებასთან.

6.ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს უფლებამოსილი სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1198¹3²14²31910862187731585
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს სახალხო და…ადრეული და სკოლამდელი …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა