Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგრანტების შესახებმუხლი 5¹

გრანტების შესახებ

მუხლი 5¹. უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის წესი

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:გრანტის შესაბამისობაფანდრაიზინგიდაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2345

1.ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. გრანტის თანხმობის გარეშე  გაცემად მიიჩნევა აგრეთვე გრანტის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება.

1¹.უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან/და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესები.

2.გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

3.ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“ („Erasmus+“) ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ („Creative Europe“) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე, აგრეთვე „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის და ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.

4.იმ სახსრების ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემა/გაცემა ან/და მიღება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია ან/და მიღებულია ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 6​ 1 და 6​ 2 მუხლების მოქმედება.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან/ორგანოსთან შეთანხმების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1508 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1827 – ვებგვერდი, 30.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 30 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ივნ. 2026

    5¹ მუხლის მე-2 პუნქტში ორივე ადგილას „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტის მითითება შეიცვალა „გ“, „ე“ ან „მ“ მითითებით, ამიტომ თანხმობის მიღებისა და დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის წესი „მ“ ქვეპუნქტის სუბიექტსაც ეხება.

  2. 15 აპრ. 2026

    5¹ მუხლის მე-3 პუნქტში ამ მუხლის წესის გამონაკლისთა ჩამონათვალი გაფართოვდა: დაემატა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემული გრანტები და წითელი ჯვრის ორგანიზაციისთვის ან მის მიერ გაცემული გრანტები.

  3. 4 მარ. 2026

    მე-2 პუნქტში თანხმობის მისაღებად ხელშეკრულების პროექტის წარდგენისა და დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის წრე გაფართოვდა მე-4 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტის მიმღებებზე და თვითმმართველობის კოდექსის მე-20 მუხლის იურიდიულ პირზე; მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და მოჩვენებით გარიგებას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირებს.

  4. 12 ივნ. 2025
  5. 16 აპრ. 2025

    ახალი 5¹ მუხლი აწესებს მთავრობის თანხმობის მოთხოვნას გრანტის გაცემაზე, გამონაკლისებსა და თანხმობის მოპოვების წესს, ასევე აფართოებს წესს მოჩვენებითი გარიგებით გაცემულ სახსრებზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 5²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დონორის კონსულტაციასერვისის გვერდი
  • საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალის დაფუძნებასერვისის გვერდი
  • სახელმწიფო გრანტებისერვისის გვერდი
  • შემოწირულობის ხელშეკრულება (გრანტი)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №39

  • 5 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 3მუხლი 4მუხლი 5ადგილობრივი თვითმმ… 20

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 319¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გრანტების შესახებ

  • 5²ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 −1 6 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტების გაცემის წესი
  • 5გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი
  • 3გრანტის გამცემი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 319¹„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან უცხოელთან არამართლზომიერი თანამშრომლობა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 100მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღება და გრანტის მიღება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 83სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 59სესხის გაცემის საფუძველი

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 67უცხო ქვეყნის დოკუმენტების საქართველოსათვის გადაცემა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66⁴¹სასწავლო გრანტი

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 12ორგანოების სამართლიანი განაწილება/ორგანოების საერთაშორისო გაცვლა

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

  • 4საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების წესი

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 17პირის მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
319¹35245²8366⁴¹596717201004125¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსგრანტების შესახებსაქართველოს სისხლის სა…ადგილობრივი თვითმმართვ…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს საბიუჯეტო …საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026