სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 17. საქართველოს ტერიტორიის გამოყენება პირის გადაადგილებისთვის

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლოს თხოვნით უფლებამოსილი ორგანო გასცემს ნებართვას დაპატიმრებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილების თაობაზე.

2.ტრანზიტით გადაადგილების ნებართვას არ საჭიროებს ის დაპატიმრებული პირი, რომლის ტრანზიტით გადაადგილება ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში ხმელეთზე დაუშვებლად.

3.გაუთვალისწინებელი დაფრენის შემთხვევაში, ტრანზიტით გადასაყვანი პირი დაკავებული და გადაყვანილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაკავებულ პირთა დროებითი ყოფნის იზოლატორში. უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს, რათა მიიღოს თხოვნა ტრანზიტის თაობაზე. თუ დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში ასეთი თხოვნა არ იქნება წარმოდგენილი, დაკავებული პირი განთავისუფლდება. თუ თხოვნა დაგვიანებით იქნება მიღებული, განთავისუფლებული პირი ხელახლა იქნება დაკავებული და მისი ტრანზიტით გადაადგილებაზე გაიცემა ნებართვა.

4.ტრანზიტით გადაადგილებაზე გაცემული ნებართვა არ საჩივრდება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 აპრ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23402414176367¹34²644866¹11817
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა