საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 118. ტრანზიტის პროცედურის გამოყენება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტრანზიტის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის. ტრანზიტის პროცედურის გამოყენება არ იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2.საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს საქონელი უნდა მოექცეს ტრანზიტის პროცედურაში.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს: ა) ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად; ბ) „TIR კარნეტის ფარგლებში საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ“ ჟენევის 1975 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კონვენციის (TIR კონვენცია) შესაბამისად, თუ გადაზიდვა იწყება ან სრულდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ; გ) „საქონლის დროებითი დაშვების ATA კარნეტის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) და „დროებითი დაშვების შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის შესაბამისად; დ) თუ გადაზიდვა, მსოფლიო საფოსტო კავშირის შესაბამისი აქტების მიხედვით, არის საფოსტო გადაზიდვა.

4.საქონელი, რომელიც გადაიზიდება ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა ამ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტრანზიტის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის. ტრანზიტის პროცედურის გამოყენება არ იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს საქონელი უნდა მოექცეს ტრანზიტის პროცედურაში. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს: ა) ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად; ბ) „TIR კარნეტის ფარგლებში საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ“ ჟენევის 1975 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კონვენციის (TIR კონვენცია) შესაბამისად, თუ გადაზიდვა იწყება ან სრულდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ; გ) „საქონლის დროებითი დაშვების ATA კარნეტის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) და „დროებითი დაშვების შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის შესაბამისად; დ) თუ გადაზიდვა, მსოფლიო საფოსტო კავშირის შესაბამისი აქტების მიხედვით, არის საფოსტო გადაზიდვა. 4. საქონელი, რომელიც გადაიზიდება ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა ამ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17210315364527 (დ…28115158122137118
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სისხლის სამართლის სფერ…ნარჩენების მართვის კოდ…ნარჩენების იმპორტის, ე…საქართველოს სახელმწიფო…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა