1.უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება:
ა) თუ მან სააგენტოს წარუდგინა განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით;
ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;
გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად;
დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:
დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;
დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება;
დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება;
ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე.
2.უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
3.უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე მაინც.
4.უცხოელის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების სააგენტოსთვის წარდგენის საფუძვლით მისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხს სააგენტო საკუთარი ინიციატივით იხილავს. აღნიშნულ უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ვადით.
5.განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა.
[5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა. ამ კანონის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდება 6 თვით, ამ ვადის შემდგომი გაგრძელების უფლებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს უცხოელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
6. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ უცხოელი განმცხადებელი დაინტერესებული აღარ არის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას უცხოელ განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით.
7.უცხოელს ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება, თუ მის მიმართ ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში.
8.შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს.
9.სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
[ 9. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №863 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება:
ა) თუ მან სააგენტოს წარუდგინა განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით;
ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;
გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად;
დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:
დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;
დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება;
დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება;
ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე.
2. უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
3. უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე მაინც.
4. უცხოელის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების სააგენტოსთვის წარდგენის საფუძვლით მისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხს სააგენტო საკუთარი ინიციატივით იხილავს. აღნიშნულ უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ვადით.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა.
[5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა. ამ კანონის 161მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდება 6 თვით, ამ ვადის შემდგომი გაგრძელების უფლებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს უცხოელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
6. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ უცხოელი განმცხადებელი დაინტერესებული აღარ არის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას უცხოელ განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით.
7. უცხოელს ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება, თუ მის მიმართ ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში.
8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს.
9. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.
[9. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2014წლის14 ნოემბრისკანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 30მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2025წლის 26ივნისის კანონი №863 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი№865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803– ვებგვერდი, 29.06.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
8 ივლ. 2025 – 1 მარ. 2026ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025
· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
მე-3 პუნქტი „გ“ ქვეპუნქტს მიემართება და განცხადების წარდგენის ვადა ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 დღიდან მინიმუმ 14 დღემდე შეიცვალა; მე-4 პუნქტით ბინადრობის ნებართვის ან მოქალაქეობის განცხადების საფუძვლით გადავადებას სააგენტო თავისი ინიციატივით იხილავს ადმინისტრაციული წარმოების ვადით, ხოლო მე-7 პუნქტი გაძევების შემთხვევაში გადავადებას გამორიცხავს.
48-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ტრანზიტისას იძულებით გაჩერების ზღვარი 5 დღიდან 10 დღემდე გაიზარდა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…შრომითი მიგრაციის შესა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის სფერ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა