Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსური პოლიციის შესახებმუხლი 17

ფინანსური პოლიციის შესახებ

მუხლი 17. პოლიციის თანამშრომელი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2006

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პოლიციის თანამშრომელი არის საქართველოს სახელმწიფო მოსამსახურე.

2.პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ატესტაცია, რომლის პერიოდულობასა და ჩატარების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

3.თანამდებობის და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, დადგენილი წესის შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელს ენიჭება სპეციალური წოდება. მას ასევე ენიჭება სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.

4.პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის სახესა და ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5.პოლიციის თანამშრომელს თავისი ვინაობისა და უფლებამოსილების დამადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.

6.პოლიციაში ანაზღაურების გარეშე, პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით (არა უმეტეს სამი თვისა) სტაჟირება შეიძლება გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ იქნება აღჭურვილი კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის უფლებამოსილებით, ასევე მასზე არ გაიცემა სტაჟირებასთან დაკავშირებული პირადობის მოწმობები. სტაჟიორის უფლებამოსილებებს, შერჩევასა და სამსახურის გავლის პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

7.„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას, შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მონაცემების დაშიფვრა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი, შეიძლება ირიცხებოდეს პოლიციის კადრებში და ფორმალურად მსახურობდეს (დაშიფრული მონაცემებით) სხვა დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში (დაშიფვრისას არ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციების დასახელება). აღნიშნული კატეგორიის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2005
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2006-11-24 · №6

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2005-12-20
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 19¹შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
  • 23პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა
  • 18პოლიციაში მიღების ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 15სამსახურის თანამშრომელი

პოლიციის შესახებ

  • 36პოლიციაში სამსახურის გავლის  წესი
  • 4პოლიციის ორგანიზაციული მოწყობა
  • 49პოლიციელის სოციალური დაცვა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14²აღსრულების პოლიციელი

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 5სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური უფლებამოსილებები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 16სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი

თავდაცვის კოდექსი

  • 19სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
  • 26სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები, სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹231814²1615536449192617
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ფინანსთა ს…პოლიციის შესახებფინანსური პოლიციის შეს…სააღსრულებო წარმოებათა…შემოსავლების სამსახური…სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ნოე. 2006