Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსური პოლიციის შესახებმუხლი 18

ფინანსური პოლიციის შესახებ

მუხლი 18. პოლიციაში მიღების ზოგადი მოთხოვნები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2006

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პოლიციაში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.პოლიციაში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 21 წლის და არა უმეტეს 35 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, ასევე აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3.ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში ან სპეციალობით (რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის 10 წლის გამოცდილება.

4.პოლიციაში მიღებისას გამოიყენება გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი თანამდებობაზე ინიშნება დროებით მოვალეობის შემსრულებლად ან სამსახურებრივი დაწინაურებით.

5.პოლიციაში მიღებისას, აგრეთვე ყოველწლიურად, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს საგადასახადო ორგანოებს წარუდგენს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ ცნობას (დეკლარაციას) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

6.პოლიციაში მიღების მსურველმა პირმა პოლიციის უფროსს უნდა წარუდგინოს: ა) წერილობითი განცხადება სამსახურში მიღებაზე, შესაბამისი თანამდებობის მითითებით; ბ) ავტობიოგრაფია; გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ე) 6 ფოტოსურათი; ვ) გაცემული შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში); ზ) სამხედრო ბილეთი; თ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან; ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; კ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; მ) მონაცემები მშობლების, მეუღლის, შვილის, ძმისა და დის დაბადების წლის, ადგილის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის დასახელების მითითებით; ნ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

7.მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლიციის შესაბამისი თანამდებობის მიხედვით დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.

8.პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2005

    Revises general entry requirements, including age limits, qualifications, and experience waivers. Specifies a probationary period and annual asset declaration requirements.

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 18¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2006-11-24 · №6

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2005-12-20
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 19¹შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
  • 17პოლიციის თანამშრომელი
  • 20პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი

პოლიციის შესახებ

  • 37სამსახურში მიღების წესი
  • 38სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები
  • 21პირის მოწვევა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 16სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 29სამსახურში მიღების წესი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 27მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

თავდაცვის კოდექსი

  • 26სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები, სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლა

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹172011³163738212927261118
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსაქართველოს ფინანსთა ს…ფინანსური პოლიციის შეს…საქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო