მუხლი 24. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი
1.ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ: ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადებები; ბ) დახურული ტენდერის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე ამ დებულების 23-ე მუხლის 1 -ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად .
2. ტენდერი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ: ა) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებიდან არც ერთი პირის მონაცემები არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს; გ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.
3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, გარდა ამ მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ცხადდება ხელახალი ტენდერი.
