საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 169. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.

2.საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა.

3.საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშს (არსებობის შემთხვევაში) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა.

4.საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიშის პროექტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. 2. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. 3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშს (არსებობის შემთხვევაში) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა. 4. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიშის პროექტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22839384144992022170171173169
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საერთაშორი…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს საბიუჯეტო …კონვენცია ბავშვის უფლე…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა