Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკონვენცია ბავშვის უფლებების შესახებმუხლი 43

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

მუხლი 43

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2000

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული პროგრესის განხილვის მიზნით არსდება ბავშვის ულფებათა კომიტეტი, რომელიც ქვემოთ გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს.

2.კომიტეტი შედგება ათი ექსპერტისაგან, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ზნეობრივი თვისებებით და აღიარებული კომპეტენციით სფეროში, რომელსაც წინამდებარე კონვენცია მოიცავს. კომიტეტის წევრებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეთა წრიდან და ისინი თავიანთი სახელით მოქმედებენ, ამასთან ყურადღება ეპყრობა სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებას, აგრეთვე მთავარ სამართლებრივ სისტემებს.

3.კომიტეტის წევრებს მონაწილე სახელმწიფოთა მიერ დასახელებული პირების სიიდან ფარული კენჭისყრით ირჩევენ. ყოფელ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია თავის მოქალაქეთა წრიდან ერთი პირი დაასახელოს.

4.კომიტეტში თავდაპირველი არჩევნები იმართება არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან, შემდგომში – ორ წელიწადში ერთხელ. ყოველი არჩევნების გამართვის დღემდე სულ ცოტა ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს მიმართავს წერილით, რომელშიც სთავაზობს მათ ორი თვის განმავლობაში წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურები. შემდეგ გენერალური მდივანი ანბანის მიხედვით ადგენს ამგვარად დასახელებული პირების სიას მონაწილე სახელმწიფოების მითითებით, რომლებმაც ეს პირები დაასახელეს, და ამ სიას წარუდგენს წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს.

5.არჩევნები იმართება მონაწილე სახელმწიფოების თათბირზე, რომლებსაც გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში იწვევს. ამ თათბირებზე, რომლებზეც მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედი შეადგენს კვორუმს, კომიტეტის შემადგენლობაში არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებმაც მონაწილე სახელმწიფოების კენჭისყრის დამსწრე და მოანწილე წარმომადგენლების ხმების უმეტესი რაოდენობა და ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს.

6.კომიტეტის წევრებს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. მათ უფლება აქვთ ხელახლა იყვნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით დასახელების შემთხვევაში. პირველ არჩევნებში არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილების ვადა ორწლიანი პერიოდის დამლევს იწურება; პირველი არჩევნების შემდეგ ამ ხუთი წევრის სახელებს დაუყოვნებლივ ადგენს წილის ყრით თათბირის თავმჯდომარე.

7.კომიტეტის რომელიმე წევრის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში ან თუ მას რაიმე მიზეზით აღარ შეუძლია კომიტეტის წევრის მოვალეობის შესრულება, მონაწილე სახელმწიფო, რომელმაც კომიტეტის ეს წევრი წამოაყენა, დარჩენილი ვადისთვის ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთა წრიდან კომიტეტის მიერ მოწონების პირობით.

8.კომიტეტი პროცედურის საკუთარ წესებს ადგენს.

9.კომიტეტი ორი წლის ვადით ირჩევს თვის თანამდებობის პირებს.

10.კომიტეტის სესიები, როგორც წესი, იმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში ან კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას. კომიტეტი, როგორც წესი თავის სესიებს ყოველწლიურად მართავს. კომიტეტის სესიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ან საჭიროების შემთხვევაში გადაისინჯება წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების თათბირზე გენერალური ასამბლეის მოწონების პირობით.

11.გაერთაინებულიე რების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოჰყოფს საჭირო პერსონალს და მატერიალურ სახსრებს კომიტეტის მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად თავისი ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისათვის.

12.წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დაარსებული კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებულ გასამრჯელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახსრებიდან და გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი პირობებით.

წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 მაი. 2000

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 45
  • 44
  • 22

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 29კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 25კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 247წარმომადგენელთა კრება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 12საპენსიო ფონდის კომიტეტები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 193ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის პროცედურა
  • 32კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 66საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა
  • 73საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4544222225122924719332667343
მნიშვნელობით ახლოსკონვენცია ბავშვის უფლე…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …მეწარმეთა შესახებდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 მაი. 2000 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026