თავდაცვის კოდექსი

მუხლი 81. შვებულება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისა) ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.

2.ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა.

3.სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება 30 კალენდარულ დღემდე ვადით.

4.მსმენელს, იუნკერს შესაბამისი სასწავლო გეგმით დადგენილ ვადაში ეძლევა საარდადეგებო შვებულება.

5.სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც მიენიჭა ოფიცრის პირველი სამხედრო წოდება, ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ შესაბამისი სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.სამხედრო მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7.სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს.

8.სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მეთაურთან/ხელმძღვანელთან შეთანხმებით ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, მათ შორის, ნაწილ-ნაწილ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის ინტერესებს, სანივთე ქონების მიღების უფლების, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის მიღების უფლების, წოდებრივი სარგოს და დანამატის შენარჩუნების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული პერიოდი არ ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში.

9.სამხედრო მოსამსახურემ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შვებულება ხელმძღვანელთან შეთანხმებით შეიძლება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

10.სამხედრო მოსამსახურე შვებულებიდან შეიძლება გამოძახებულ იქნეს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეებისა) ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. 2. ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა. 3. სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება 30 კალენდარულ დღემდე ვადით. 4. მსმენელს, იუნკერს შესაბამისი სასწავლო გეგმით დადგენილ ვადაში ეძლევა საარდადეგებო შვებულება. 5. სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც მიენიჭა ოფიცრის პირველი სამხედრო წოდება, ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ შესაბამისი სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. სამხედრო მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. 8. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მეთაურთან/ხელმძღვანელთან შეთანხმებით ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, მათ შორის, ნაწილ-ნაწილ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის ინტერესებს, სანივთე ქონების მიღების უფლების, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის მიღების უფლების, წოდებრივი სარგოს და დანამატის შენარჩუნების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული პერიოდი არ ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში. 9. სამხედრო მოსამსახურემ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შვებულება ხელმძღვანელთან შეთანხმებით შეიძლება ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს. 10. სამხედრო მოსამსახურე შვებულებიდან შეიძლება გამოძახებულ იქნეს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-6 ნაწილი შვებულებას აფართოებს ახალშობილის შვილად აყვანის გამო; მე-8 ნაწილში უხელფასო შვებულება მეთაურთან შეთანხმებით, არაუმეტეს 1 წლით და ნაწილ-ნაწილ გამოიყენება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁴11¹⁵11¹³31626450158415052852381
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა