ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 27. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეკვეთა, დამზადება, შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და რეცეპტის გამოწერა

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 22 მაი. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეცეპტის გამოწერა ნებადართულია მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ სპეციალურ ბლანკზე.

2.რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეკვეთის, დამზადების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესებს ამტკიცებს და ამ წესების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3.იმ სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა რეცეპტიც სპეციალურ ბლანკზე უნდა გამოიწეროს, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

4.შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელ ექიმს უფლება აქვს სპეციალურ ბლანკზე გამოწეროს III და IV სიებში მითითებული, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების რეცეპტი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 10 იან. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
352682672021113122837 (დ…96327
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…წამლისა და ფარმაცევტულ…სახელმწიფო საზღვრის რე…ახალი ფსიქოაქტიური ნივ…საქართველოს სისხლის სა…იარაღის შესახებ