ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 31. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის სპეციალური ბლანკის შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და რეცეპტის გამოწერა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 14 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა ნებადართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

2.რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესებს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3.რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოსაწერი ფარმაცევტული პროდუქტების (მათ შორის, იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების, რომლებიც არ არის შეტანილი სიებში) ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

4.შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელ ექიმს უფლება აქვს, რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოწეროს სიებში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი.

5.ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნებადართულია საქართველოში დაურეგისტრირებელი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა ნებადართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 2. რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესებს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოსაწერი ფარმაცევტული პროდუქტების (მათ შორის, იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების, რომლებიც არ არის შეტანილი სიებში) ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 4. შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელ ექიმს უფლება აქვს, რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე გამოწეროს სიებში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი. 5. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნებადართულია საქართველოში დაურეგისტრირებელი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3064  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 11 ივლ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში რეცეპტის ბლანკის, გამოწერის წესებისა და ჩამონათვალის დამმტკიცებელი სამინისტროს სახელწოდებას დაემატა დევნილთა სფერო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3513211210¹43924²211619831
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…რეკლამის შესახებწამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს საგადასახა…პაციენტის უფლებების შე…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა