წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

მუხლი 11. შერჩევითი კონტროლი

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო ვალდებულია განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლი .

2.შერჩევითი კონტროლის დროს სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობისათვის დადგენილი წესებისა და შენახვის პირობების დაცვის მდგომარეობა .

3.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია შერჩევითი კონტროლის მიზნით ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდოს ფარმაცევტული პროდუქტი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად .

4.რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლის სახელმძღვანელოს ( ტექნიკურ რეგლამენტებს , გზამკვლევებს ( გაიდლაინებს ) , რომლებიც მოიცავს შერჩევითი კონტროლის განხორციელების , მათ შორის , ნიმუშების შესყიდვის წესსა და პირობებს ) ამტკიცებს ან მისი აღიარების უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო . საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №713 – სსმ I, №1, 16.01.2001წ., მუხ.1 საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №377 – სსმ I, №25, 27.08.2004წ., მუხ.122 საქართველოს 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1918– სსმ I, №45, 01.11.2005წ., მუხ.310 საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №23 - სსმ I, №11, 04.07.2008წ., მუხ.79 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 12 აპრ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 აგვ. 2009

    მე-11 მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა: რეგისტრაციის ძველი წესების ნაცვლად ის ეხება რეალიზატორების რისკზე დაფუძნებულ შერჩევით კონტროლს, ნიმუშების შესყიდვასა და სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოს დამტკიცებას ან აღიარებას.

  2. მე-11 მუხლიდან ამოიღეს ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაციის ძველი წესი (მე-4 პუნქტის „ი“, „კ“; 24-ე პუნქტის „ი“; 25-ე პუნქტის „ბ.ყ“) და დაემატა 4¹ პუნქტი ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პრეპარატების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 1 ნოე. 2005

    მე-13 პუნქტში ცვლილებებზე ხელახალი რეგისტრაციისა და შეტყობინების წესი შეიცვალა სააგენტოს გადაწყვეტილების ვადებით ცვლილების ტიპის მიხედვით. მე-14 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა უარის შეტყობინების, რეგისტრირებულად ჩათვლისა და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის წესებით, ხოლო მის შემდეგ დაემატა 15–24 პუნქტები.

  4. მე-11 მუხლში რეგისტრაციის, ცვლილებათა შეტყობინებისა და რეგისტრაციის გაუქმება-შეჩერების უფლებამოსილება სამინისტროდან წამლის სააგენტოს გადაეცა.

  5. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2001

    მე-13 პუნქტში ხელახალი რეგისტრაცია დაკავშირებულია კონკრეტულ ჩამოთვლილ ცვლილებებთან, დანარჩენზე კი გათვალისწინებულია შეტყობინება და სამინისტროს 20-დღიანი უარყოფის უფლება. მე-14 პუნქტში რეგისტრაციის გაუქმებისა და შეჩერების უფლებამოსილება სამინისტროს აქვს ორი ახალი საფუძვლით.

  6. მე-11 მუხლს დაემატა 5¹ პუნქტი, რომელიც კბილის პასტასა, საღეჭ რეზინსა და კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებზე, იდენტურობისა და მწარმოებლის ლიცენზიით სხვა ქვეყანაში წარმოების პირობით, დაჩქარებული რეგისტრაციით ანიჭებს ადრე რეგისტრირებული საშუალების სტატუსს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28278⁷3811¹10¹11¹²64258512652511
მითითებამნიშვნელობით ახლოსწამლისა და ფარმაცევტულ…სამედიცინო-სოციალური ე…ნარკოტიკული საშუალებებ…მეზღვაურთა განათლებისა…ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა