1.რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს: ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელმაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელმაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; გ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკი პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში; დ) 14 წლამდე ასაკის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, ამ პირის კანონიერი წარმომადგენელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი; დ 1 ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო; დ 2 ) არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით და რომელთა კანონიერი წარმომადგენლები არ ფლობენ ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, განმცხადებელი შესაძლებელია ასევე იყოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო; ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი; ვ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი; ზ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ასევე დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო ან ფსიქიატრიული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი; თ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ასევე პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი. 1 1 . არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით, ნათესაური კავშირის დადგენისა და შესაბამისი თანხმობის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას გამოვლენილ/დადგენილ ნათესაური კავშირის შესახებ მონაცემებს/ინფორმაციას.
2.14 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი (მიუხედავად ასაკისა), რომელსაც არა აქვს აღებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად წარადგინოს მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე. პირი ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც.
3.მშვილებელი ვალდებულია არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანის რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარადგინოს მოთხოვნა შვილად აყვანილი პირის რეგისტრაციის თაობაზე, თუ იცვლება შვილად აყვანილი პირის საცხოვრებელი ადგილი. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისთვის დადგენილი წესები.
4.პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადების მეშვეობით, ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად. განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

