1.პასპორტის მოქმედების ვადა არის 10 წელი მისი გაცემის დღიდან.
2.სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო დამატებითი დაცვის მქონე პირზე − 1 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.
3.არასრულწლოვან პირზე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 3 წელი, მისი გაცემის დღიდან.
4.სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1135 - ვებგვერდი, 08.12.2025 წ.

