საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 42. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ვადები

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პასპორტს და სამგზავრო პასპორტს გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან: ა) მე-10 სამუშაო დღეს; ბ) მე-5 სამუშაო დღეს; გ) მე-3 სამუშაო დღეს; დ) 24 საათის გასვლისთანავე; ე) იმავე დღეს.

2.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3.თუ პირის საქართველოდან გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან, პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და პასპორტის გაცემა უნდა განხორციელდეს პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უმეტეს 3 დღის ვადის ვადაში. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
720²20¹20⁴95214342¹4164 (და…42
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეებ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოში ბინადრობი…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა