Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებმუხლი 20⁴

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 20⁴

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:სამუშაო ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³23455¹67

1.ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტისა – 3 წელი. ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის ფლობის შემთხვევაში მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის, აგრეთვე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი.

1¹.სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაა 2 წელი.

1².სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო დამატებითი დაცვის მქონე პირზე − 1 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.

1³.საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელიც ფლობდა მუდმივი ბინადრობის მოწმობას „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლამდე, სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადაა 5 წელი.

2.(ამოღებულია) .

3.(ამოღებულია) .

4.(ამოღებულია) .

5.პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ, აგრეთვე პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

5¹.საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი/დაკავებული 16 წლამდე პირის დაბრუნების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ პირზე გაცემული პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, ხოლო შეჩერების ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების, აგრეთვე შეჩერების ღონისძიების გაუქმების შესახებ შეტყობინების საფუძველზე სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

6.საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას.

7.თუ ვერ მოხერხდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის (მათ შორის, დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის) და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამისი დაინტერესებული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა, ეს დოკუმენტები სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში ინახება 1 წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი (მათ შორის, დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი) და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება და ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1231-სსმI, №18, 27.04.2005წ., მუხ.108 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4986 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480- ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №51 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6055 – ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №868 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 აგვ. 2014 – 1 იან. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  2. 19 ივნ. 2020
  3. 3 იან. 2020
  4. 1 თებ. 2017· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016

    მე-7 პუნქტში გაუცემელი პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის 1 წლით შენახვისა და შემდეგ გაუქმება-განადგურების წესი ახლა პირდაპირ მოიცავს ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტს; დაზუსტდა ფორმულირება („შესაბამისი“, „ეს“, გადაცემის წესი).

  5. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 29 მაი. 2014
  6. 26 ივნ. 2012· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012
  7. 20 დეკ. 2011
  8. 15 ივლ. 2011

    მე-5 პუნქტში შეჩერების წესი გავრცელდა პასპორტსა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე, შემჩერებელი აქტი პროკურორის დადგენილებიდან სასამართლოს განჩინებად შეიცვალა, ხოლო ბაზის დასახელებიდან ამოღებულია „სამოქალაქო რეესტრის“.

  9. 14 ივლ. 2011

    20⁴ მუხლს დაემატა სამგზავრო პასპორტის 5-წლიანი ვადა (1² პუნქტი) და გადაუცემელი დოკუმენტების 1-წლიანი შენახვისა და შემდგომი განადგურების წესი (მე-7 პუნქტი).

  10. 4 აპრ. 2008

    პირველ პუნქტში 3-წლიანი ვადა 16-ის ნაცვლად 18 წლამდე პირებზე გაიცემა, დაემატა ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის 2-წლიანი ვადა და პასპორტის შეჩერების წესი (მე-5, მე-6 პუნქტები).

  11. 1 მაი. 2006· გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    პირველ პუნქტში 3-წლიანი მოქმედების ვადა დაკავშირებულია 16 წლამდე ასაკთან და ამოღებულია ამ ვადის გაგრძელების აკრძალვა.

  12. 27 აპრ. 2005

    პირველ პუნქტში დარჩა მხოლოდ 10-წლიანი და არასრულწლოვნისთვის 3-წლიანი ვადა, ხოლო 5 წლით გაგრძელების წესი ამოღებულია. მე-2–მე-4 პუნქტები, რომლებიც აწესრიგებდა გამგრძელებელ ორგანოებს, ინფორმაციის გაგზავნას და სახელმწიფო ბაჟს, ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20³შემდეგი მუხლი 20⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შრომითი ბინადრობის ვადის გაგრძელება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №59

  • 12 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • 18 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20²
  • 20³
  • 15

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 5საქართველოს მოქალაქის პასპორტი
  • 8არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების ვადა
  • 164გადაწყვეტილება ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ
  • 163ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების საფუძველი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 44საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 14 (დანართი 1)ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადები

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 8უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 21¹სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20²20³154416516416358821¹14 (დ…20⁴
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოში ბინადრობი…უცხოეთში მცხოვრები თან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026