საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 23. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის განსაზღვრა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რკინიგზას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი.

2.ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) კუთვნილი ან მის მიერ რკინიგზისაგან სარგებლობის უფლებით აღებული ვაგონის (კონტეინერის) მიღების დაყოვნებისას საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ამ ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დროისათვის გადაიხდება ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის ნახევარი.

3.რეფრიჟერატორული სექციით, რეფრიჟერატორული ვაგონით ან რეფრიჟერატორული მატარებლით სარგებლობის საფასური განისაზღვრება ასეთი სექციის ან მატარებლის ბოლო ვაგონის დატვირთვის (გადმოტვირთვის) დროის გათვალისწინებით.

4.ვიწროლიანდიან სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მცირდება 50%-ით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რკინიგზას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი. 2. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) კუთვნილი ან მის მიერ რკინიგზისაგან სარგებლობის უფლებით აღებული ვაგონის (კონტეინერის) მიღების დაყოვნებისას საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ამ ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დროისათვის გადაიხდება ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის ნახევარი. 3. რეფრიჟერატორული სექციით, რეფრიჟერატორული ვაგონით ან რეფრიჟერატორული მატარებლით სარგებლობის საფასური განისაზღვრება ასეთი სექციის ან მატარებლის ბოლო ვაგონის დატვირთვის (გადმოტვირთვის) დროის გათვალისწინებით. 4. ვიწროლიანდიან სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მცირდება 50%-ით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 იან. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
50454825³10713110614¹16215312469223
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…ნავთობისა და გაზის შეს…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა