Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 27

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 27. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვისა და გაცემის წესი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

2.დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება რკინიგზის მიერ თავისი საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რკინიგზის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რკინიგზას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი ან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი.

3.დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, თუ: ა) ტვირთი მიტანილია გაუმართავი ვაგონით (კონტეინერით), დაზიანებული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებით ან სხვა რკინიგზის სადგურის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე ვაგონით (კონტეინერით); ბ) ტვირთი ღია მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვისას მიტანილია დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ნიშნებით; გ) მალფუჭებადი ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანილია მიტანის ვადის ან რეფრიჟერატორული ვაგონით გადაზიდვისათვის დადგენილი ტემპერატურის დარღვევით; დ) ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ; ე) ტვირთი რკინიგზის მიერ გადმოტვირთულია საერთო სარგებლობის ადგილებზე; ვ) შექმნილია ისეთი პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ტარაში მოთავსებული ან ცალობრივი ტვირთის მდგომარეობასა და მასაზე.

4.გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მხოლოდ დაზიანებულ ტარაში (შესაფუთში) მოთავსებული ტვირთის მდგომარეობასა და მასას.

5.ვაგონზე (კონტეინერზე) შემოსავლების სამსახურის პლომბების აღმოჩენისას რკინიგზა არ ამოწმებს ტვირთის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რის შესახებაც რკინიგზა ატყობინებს შემოსავლების სამსახურს.

6.დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას მისი მასის შემოწმება ხორციელდება დატვირთვის დროს მასის შემოწმების ანალოგიურად. თუ ტვირთმიმღებს და დანიშნულების რკინიგზის სადგურს არ გააჩნიათ სავაგონო სასწორი, ფხვიერი და ნაყარი ტვირთი, რომელიც დანიშნულების რკინიგზის სადგურზე მიტანილია დანაკლისის ნიშნების გარეშე, გაიცემა მასის შეუმოწმებლად.

7.ტვირთის მასა სწორად მიიჩნევა, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასასა და გაგზავნის რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასას შორის განსხვავება არ აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკლისისა და მასის ნეტოს განმსაზღვრელი ხელსაწყოების განსხვავებების ზღვრულ ნორმებს, რომლებიც დადგენილია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ .

8.გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებაში.

9.თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებისას გამოვლინდა ტვირთის დანაკლისი ან დაზიანება (გაფუჭება) ან ეს დადგენილია გზად მდებარე რკინიგზის სადგურის კომერციული აქტით, დანიშნულების რკინიგზის სადგური ვალდებულია განსაზღვროს ტვირთის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ფაქტობრივი ოდენობა და გასცეს კომერციული აქტი.

10.საჭიროებისამებრ, რკინიგზა თავისი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 2. დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება რკინიგზის მიერ თავისი საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რკინიგზის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რკინიგზას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი ან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი. 3. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, თუ: ა) ტვირთი მიტანილია გაუმართავი ვაგონით (კონტეინერით), დაზიანებული ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებით ან სხვა რკინიგზის სადგურის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების მქონე ვაგონით (კონტეინერით); ბ) ტვირთი ღია მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვისას მიტანილია დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ნიშნებით; გ) მალფუჭებადი ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიტანილია მიტანის ვადის ან რეფრიჟერატორული ვაგონით გადაზიდვისათვის დადგენილი ტემპერატურის დარღვევით; დ) ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ; ე) ტვირთი რკინიგზის მიერ გადმოტვირთულია საერთო სარგებლობის ადგილებზე; ვ) შექმნილია ისეთი პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ტარაში მოთავსებული ან ცალობრივი ტვირთის მდგომარეობასა და მასაზე. 4. გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას რკინიგზა ამოწმებს მხოლოდ დაზიანებულ ტარაში (შესაფუთში) მოთავსებული ტვირთის მდგომარეობასა და მასას. 5. ვაგონზე (კონტეინერზე) შემოსავლების სამსახურის პლომბების აღმოჩენისას რკინიგზა არ ამოწმებს ტვირთის მდგომარეობას, მასასა და სატვირთო ადგილების რაოდენობას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რის შესახებაც რკინიგზა ატყობინებს შემოსავლების სამსახურს. 6. დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის გაცემისას მისი მასის შემოწმება ხორციელდება დატვირთვის დროს მასის შემოწმების ანალოგიურად. თუ ტვირთმიმღებს და დანიშნულების რკინიგზის სადგურს არ გააჩნიათ სავაგონო სასწორი, ფხვიერი და ნაყარი ტვირთი, რომელიც დანიშნულების რკინიგზის სადგურზე მიტანილია დანაკლისის ნიშნების გარეშე, გაიცემა მასის შეუმოწმებლად. 7. ტვირთის მასა სწორად მიიჩნევა, თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასასა და გაგზავნის რკინიგზის სადგურზე დადგენილ მასას შორის განსხვავება არ აღემატება ტვირთის მასის ბუნებრივი დანაკლისისა და მასის ნეტოს განმსაზღვრელი ხელსაწყოების განსხვავებების ზღვრულ ნორმებს, რომლებიც დადგენილია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ . 8. გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე რკინიგზას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებაში. 9. თუ დანიშნულების რკინიგზის სადგურზე ტვირთის მდგომარეობის, მასისა და სატვირთო ადგილების რაოდენობის შემოწმებისას გამოვლინდა ტვირთის დანაკლისი ან დაზიანება (გაფუჭება) ან ეს დადგენილია გზად მდებარე რკინიგზის სადგურის კომერციული აქტით, დანიშნულების რკინიგზის სადგური ვალდებულია განსაზღვროს ტვირთის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის ფაქტობრივი ოდენობა და გასცეს კომერციული აქტი. 10. საჭიროებისამებრ, რკინიგზა თავისი ინიციატივით ან ტვირთმიმღების მოთხოვნით იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 26ტვირთის გაცემა
  • 25ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა
  • 36ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები, ანგარიშსწორება და მხარეთა პასუხისმგებლობა

საზღვაო კოდექსი

  • 153
  • 160
  • 154

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 689ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია
  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება
  • 698ცნება. შინაარსი

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 19 (დანართი 1)ტრანსპორტირება და გადამტვირ თავ ი სადგურები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 131რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის წესების დარღვევა

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 69დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2625361311531601546896846986919 (დ…27
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…მუნიციპალური ნარჩენები…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026