Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 29

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 29. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დანიშნულების ადგილზე მიტანის შეუძლებლობა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საზღვაო გადაზიდვების სამართალიმგზავრის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ დაუძლეველი ძალისა და სხვა საგანგებო ვითარების შედეგად დაბრკოლდა ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) შემდგომი გადაზიდვა, დანიშნულების ადგილზე მიტანა და ტვირთმიმღებისათვის გადაცემა, რკინიგზა ვალდებულია მიმართოს ტვირთმიმღებს (ტვირთგამგზავნს) ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) განკარგვის მოთხოვნით. თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) რკინიგზის მიმართვიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში არ განკარგავს ტვირთს (ბარგს, ტვირთ-ბარგს), რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს, ხოლო ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.თუ საბაჟო ორგანომ / სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებმა საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთით ( ბარგით , ტვირთ - ბარგით ) დატვირთული ვაგონი ( კონტეინერი ) დააკავა / დააკავეს ტვირთგამგზავნის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო საზღვაო ტრანსპორტისათვის ან უცხო ქვეყნის რკინიგზისათვის გადაცემის დროს , ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ვაგონით ( კონტეინერით ) სარგებლობის საფასურს მისი დაყოვნების მთელი დროისათვის .

3.თუ ტვირთმიმღები ჩვეულებრივ ტვირთს 10 დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო მალფუჭებად ტვირთს რკინიგზისაგან ვაგონის (კონტეინერის) დაკავების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში არ განკარგავს, რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს მისი ხარჯით ან მოახდინოს ტვირთის რეალიზაცია, თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ტვირთგამგზავნს, რომლის მიზეზითაც არის გამოწვეული რკინიგზის სადგურში ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნება, ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდა მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.

4.ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან რკინიგზის განკარგულებაში რჩება ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური და მისი რეალიზაციისას გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი შესაბამისი თანხა, ხოლო დარჩენილი თანხა უბრუნდება გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნულ ტვირთმიმღებს, თუ მას გადახდილი აქვს ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ღირებულება, ხოლო სხვა შემთხვევაში – ტვირთგამგზავნს. თუ რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თანხის დაბრუნება შეუძლებელია, იგი ექვემდებარება განკარგვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი III. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი

რედაქციების შედარება

1. თუ დაუძლეველი ძალისა და სხვა საგანგებო ვითარების შედეგად დაბრკოლდა ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) შემდგომი გადაზიდვა, დანიშნულების ადგილზე მიტანა და ტვირთმიმღებისათვის გადაცემა, რკინიგზა ვალდებულია მიმართოს ტვირთმიმღებს (ტვირთგამგზავნს) ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) განკარგვის მოთხოვნით. თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) რკინიგზის მიმართვიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში არ განკარგავს ტვირთს (ბარგს, ტვირთ-ბარგს), რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს, ხოლო ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მოახდინოს მისი რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ საგადასახადო ორგანოებმა ან სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებმა საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთით (ბარგით, ტვირთ-ბარგით) დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დააკავეს ტვირთგამგზავნის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო საზღვაო ტრანსპორტისათვის ან უცხო ქვეყნის რკინიგზისათვის გადაცემის დროს, ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურს მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. 3. თუ ტვირთმიმღები ჩვეულებრივ ტვირთს 10 დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო მალფუჭებად ტვირთს რკინიგზისაგან ვაგონის (კონტეინერის) დაკავების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 4 დღე-ღამის განმავლობაში არ განკარგავს, რკინიგზას უფლება აქვს დაუბრუნოს იგი ტვირთგამგზავნს მისი ხარჯით ან მოახდინოს ტვირთის რეალიზაცია, თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ტვირთგამგზავნს, რომლის მიზეზითაც არის გამოწვეული რკინიგზის სადგურში ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნება, ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდა მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. 4. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან რკინიგზის განკარგულებაში რჩება ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური და მისი რეალიზაციისას გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი შესაბამისი თანხა, ხოლო დარჩენილი თანხა უბრუნდება გადაზიდვის დოკუმენტებში აღნიშნულ ტვირთმიმღებს, თუ მას გადახდილი აქვს ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ღირებულება, ხოლო სხვა შემთხვევაში – ტვირთგამგზავნს. თუ რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თანხის დაბრუნება შეუძლებელია, იგი ექვემდებარება განკარგვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის   კანონი №3806 - სსმI,სსმ I, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 თავი IIIIII. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი

წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტვირთის პრეტენზიები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავა დაკარგული ბარგზესერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №17

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 26ტვირთის გაცემა
  • 41ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვა
  • 46რკინიგზის პასუხისმგებლობა ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) დაკარგვის, დაზიანების, გაფუჭებისა და დანაკლისისათვის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მიხედვით

საზღვაო კოდექსი

  • 145—
  • 153—
  • 116—

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 689ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია
  • 698ცნება. შინაარსი
  • 681მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 131რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის წესების დარღვევა
  • 129დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2641461311291451531166896986817029
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026