“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 74

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთი ვადაში მიტანილად ჩაითვლება, თუ მისი მიტანის ვადის გასვლამდე იგი გადმოიტვირთება დანიშნულების სადგურზე რკინიგზის მიერ, ან დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) გადმოსატვირთად ჩამოყენებული იქნება ტვირთმიმღების საშუალებით.

2.თუ ტვირთი საბაჟო კონტროლზეა აყვანილი, მისი მიტანის თაობაზე ტვირთმიმღებისა და საბაჟო ორგანოების შეტყობინების დღე ჩაითვლება ტვირთის დანიშნულებისამებრ მიტანის ფაქტობრივ დღეთ და რკინიგზა პასუხს არ აგებს საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებით ტვირთის შეჩერებისთვის დანიშნულების სადგურზე.

3.თუ ტვირთი მიტანილია საბაჟო ორგანოების სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მისი მიტანის ვადა გახანგრძლივდება დანიშნულების სადგურზე მიტანიდან საბაჟო ორგანოების სამუშაო დღის დაწყებამდე.

4.ტვირთი ვადაში მიტანილად ითვლება, თუ ის დანიშნულების სადგურზე ვადაშია მიტანილი, მაგრამ ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება დაყოვნდა გადმოტვირთვის ადგილის დაკავების, ტვირთის გადაზიდვის საფასურის გადაუხდელობის ან ტვირთმიმღების მოქმედებით (უმოქმედობით) გამოწვეული სხვა მიზეზით, რის თაობაზე ფორმდება საერთო ფორმის აქტი.

5.ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონი ვადაში მიტანილად ჩაითვლება, თუ იგი დანიშნულების სადგურზე მივა დადგენილი ვადის გასვლამდე და რკინიგზის შეტყობინების საფუძველზე შესაძლებელია მისი გადაცემა მიმღებისთვის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2526361531456986886893627135774
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა