Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 50

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 50. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 29-ე, 36-ე (გარდა სამგზავრო მატარებლის გაჩერების დროის გადამეტებისა) და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი, რკინიგზის მიერ მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაგზავნისა და დანიშნულების ადგილის რკინიგზის სადგურებში (სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგების ჩათვლით) თითოეული ვაგონით (დახურული, ნახევარვაგონი, პლატფორმა) სარგებლობისათვის რკინიგზას უხდის შესაბამის საფასურს. საფასურის ოდენობა განისაზღვრება „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი წესით.

2.ცისტერნით, ცემენტმზიდით, ბუნკერული ნახევარვაგონით, მინერალმზიდით და სხვა სპეციალური ვაგონებით სარგებლობისათვის ამ მუხლით განსაზღვრული საფასური გადაიხდება ორმაგი ოდენობით, ხოლო რეფრიჟერატორული ვაგონითა და ტრანსპორტიორით სარგებლობისათვის – სამმაგი ოდენობით.

3.თუ ტვირთგამგზავნი რკინიგზის სადგურს შეატყობინებს, რომ უარს აცხადებს ვაგონის დატვირთვაზე, ამ ვაგონით სარგებლობის საფასური გადაიხდება რკინიგზის სადგურის მიერ შეტყობინების მიღების დღემდე.

4.ამ კოდექსის 29-ე, 36-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნივერსალური კონტეინერით სარგებლობისათვის ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) რკინიგზას უხდის საფასურს „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად.

5.ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ნავსადგური თავისუფლდებიან ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდისაგან, თუ: ა) დაუძლეველი ძალის გამო შეწყდა მოძრაობა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან აიკრძალა ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების შესრულება, აგრეთვე მოხდა ავარია, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ნავსადგურის ძირითადი საქმიანობის განხორციელება; ბ) რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა აღემატება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით დადგენილ ოდენობას.

6.თუ ტვირთგამგზავნი უარს ამბობს განაცხადის შესაბამისად რკინიგზის სადგურში მისული ცარიელი სპეციალური ვაგონის დატვირთვაზე და სხვა ტვირთგამგზავნის მიერ მისი გამოყენება შეუძლებელია საანგარიშო დღე-ღამის განმავლობაში, ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ამ ვაგონის ფაქტობრივი გარბენის საფასური, მაგრამ არა უმეტეს 300 კილომეტრისათვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 29-ე, 36-ე (გარდა სამგზავრო მატარებლის გაჩერების დროის გადამეტებისა) და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი, რკინიგზის მიერ მასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაგზავნისა და დანიშნულების ადგილის რკინიგზის სადგურებში (სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგების ჩათვლით) თითოეული ვაგონით (დახურული, ნახევარვაგონი, პლატფორმა) სარგებლობისათვის რკინიგზას უხდის შესაბამის საფასურს. საფასურის ოდენობა განისაზღვრება „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი წესით. 2. ცისტერნით, ცემენტმზიდით, ბუნკერული ნახევარვაგონით, მინერალმზიდით და სხვა სპეციალური ვაგონებით სარგებლობისათვის ამ მუხლით განსაზღვრული საფასური გადაიხდება ორმაგი ოდენობით, ხოლო რეფრიჟერატორული ვაგონითა და ტრანსპორტიორით სარგებლობისათვის – სამმაგი ოდენობით. 3. თუ ტვირთგამგზავნი რკინიგზის სადგურს შეატყობინებს, რომ უარს აცხადებს ვაგონის დატვირთვაზე, ამ ვაგონით სარგებლობის საფასური გადაიხდება რკინიგზის სადგურის მიერ შეტყობინების მიღების დღემდე. 4. ამ კოდექსის 29-ე, 36-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნივერსალური კონტეინერით სარგებლობისათვის ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) რკინიგზას უხდის საფასურს „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად. 5. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ნავსადგური თავისუფლდებიან ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდისაგან, თუ: ა) დაუძლეველი ძალის გამო შეწყდა მოძრაობა სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე ან აიკრძალა ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების შესრულება, აგრეთვე მოხდა ავარია, რომლის შედეგად შეუძლებელი გახდა ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ნავსადგურის ძირითადი საქმიანობის განხორციელება; ბ) რკინიგზის მიერ მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) რაოდენობა აღემატება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონის (კონტეინერის) მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით დადგენილ ოდენობას. 6. თუ ტვირთგამგზავნი უარს ამბობს განაცხადის შესაბამისად რკინიგზის სადგურში მისული ცარიელი სპეციალური ვაგონის დატვირთვაზე და სხვა ტვირთგამგზავნის მიერ მისი გამოყენება შეუძლებელია საანგარიშო დღე-ღამის განმავლობაში, ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას ამ ვაგონის ფაქტობრივი გარბენის საფასური, მაგრამ არა უმეტეს 300 კილომეტრისათვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 იან. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 49შემდეგი მუხლი 51

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25მუხლი 48

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 23ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის განსაზღვრა
  • 48პასუხისმგებლობა მოძრავი შემადგენლობის თვითნებურად გამოყენებისათვის
  • 51მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევისათვის

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 107რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა
  • 131რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის წესების დარღვევა
  • 106რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

საზღვაო კოდექსი

  • 153
  • 132
  • 140

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 692ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 34მოძრაობა რკინიგზის ლიანდაგებზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25482351345¹10713110615313214069250
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსირეგულირების საფასურის …საქართველოს სამოქალაქო…საგზაო მოძრაობის უსაფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026