საზღვაო კოდექსი

მუხლი 140

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილია მთელი გემი, გამგზავნს ან დამფრახტველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, რისთვისაც უნდა გადაიხდოს: ა) სრული ფრახტის ნახევარი, გემის მოცდენის (თუ ასეთი რამ მოხდა) საფასური, გადამზიდავის სატვირთო ხარჯები, ფრახტში ჩაუთვლელი თანხები, თუ გამგზავნმა უარი განაცხადა სტალიური ან კონტრსტალიური დროის ამოწურვამდე ან გემის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ ამ ორი მომენტიდან რომელი დადგება უფრო ადრე; ბ) სრული ფრახტი და სხვა თანხები ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ უარი განაცხადა ამ ქვეპუნქტში მითითებული ერთ-ერთი მომენტის დადგომის შემდეგ და ხელშეკრულება დადებული იყო მხოლოდ ერთ რეისზე; გ) შესრულებული რეისის სრული ფრახტი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სხვა თანხები და დანარჩენი რეისების ნახევარი ფრახტი, თუ უარი განაცხადა ამ ქვეპუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი მომენტის დადგომის შემდეგ და ხელშეკრულება დადებული იყო რამდენიმე რ ეისზე.

2.გემის რეისში გასვლამდე გამგზავნის მიერ ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებაზე უარის თქმისას გადამზიდავი ვალდებულია დაუბრუნოს ტვირთი გამგზავნს, თუნდაც გადმოტვირთვამ გამოიწვიოს გემის შეჩერება დადგენილ ვადაზე მეტი ხნით.

3.თუ გამგზავნმა ხელშეკრულებაზე უარი თქვა გემის რეისში ყოფნისას, მას ტვირთის მიღების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნულ დანიშნულების ნავსადგურში ან სხვა ნავსადგურში, სადაც გემი შევა აუცილებლობის გამო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 14 ივნ. 1997-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
535114113913468468067569682515140
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს სარკინიგზო…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა