არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 26. საპენსიო სქემის შეწყვეტა

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საპენსიო სქემის შეწყვეტის საფუძველია: ა) დამფუძნებლის მიერ ყველა მონაწილის მიმართ პენსიების გაცემის ვალდებულების შესრულება; ბ) მონაწილეთა სხვა საპენსიო სქემებში გადასვლა; გ) საპენსიო სქემიდან მონაწილეთა გასვლა; დ) მეანაბრის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა; ე) დამფუძნებლის გადაწყვეტილება; ვ) დამფუძნებლის მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც დასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილებით; ზ) დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის არამდგრადობა; თ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “, „ ვ “ და „ ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

3.დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტისას დამფუძნებელი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ყველა მონაწილეს და საქართველოს ეროვნულ ბანკს საპენსიო სქემის შეწყვეტამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე.

4.საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემების რეესტრში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის შეტანის მომენტიდან.

5.დამფუძნებელის ლიკვიდაცია არ შეიძლება მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის შეწყვეტამდე. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174 თავი VI საპენსიო სქემის დამფუძნებელთა, აქტივების მმართველ კომპანიათა და სპეციალიზებულ დეპოზიტართა მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საპენსიო სქემის შეწყვეტის საფუძველია: ა) დამფუძნებლის მიერ ყველა მონაწილის მიმართ პენსიების გაცემის ვალდებულების შესრულება; ბ) მონაწილეთა სხვა საპენსიო სქემებში გადასვლა; გ) საპენსიო სქემიდან მონაწილეთა გასვლა; დ) მეანაბრის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა; ე) დამფუძნებლის გადაწყვეტილება; ვ) დამფუძნებლის მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც დასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილებით; ზ) დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის არამდგრადობა; თ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “, „ ვ “ და „ ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. 3. დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტისას დამფუძნებელი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ყველა მონაწილეს და საქართველოს ეროვნულ ბანკს საპენსიო სქემის შეწყვეტამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე. 4. საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემების რეესტრში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის შეტანის მომენტიდან. 5. დამფუძნებელის ლიკვიდაცია არ შეიძლება მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის შეწყვეტამდე. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1813 - სსმ I,  №32, 20.12.2002 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4325 - სსმ I,  №51, 31.12.2006 წ., მუხ.440 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174 თავი VI საპენსიო სქემის დამფუძნებელთა, აქტივების მმართველ კომპანიათა და სპეციალიზებულ დეპოზიტართა მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    26-ე მუხლს დაემატა შეწყვეტის ახალი საფუძველი (ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციის გაუქმება), ხოლო სარჩელის წარდგენის, შეტყობინებისა და რეესტრში ჩანაწერის ფუნქციები ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

  2. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    26-ე მუხლის მე-4 პუნქტში ამოღებულია „საპენსიო სქემების რეესტრში“ ძველი ადგილიდან და ფრაზა გადაწყობილია: სქემა შეწყვეტილად ითვლება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეესტრში შეწყვეტის ჩანაწერის შეტანის მომენტიდან.

  3. · გამოქვეყნდა 20 დეკ. 2002

    მე-2 და მე-4 პუნქტებში ფონდის დასახელება შეიცვალა „სოციალური დაზღვევის“ ფორმულირებით; სარჩელისა და შეწყვეტის ჩანაწერის წესი უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17169812 (დ…22431546551226
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…სახელმწიფო პენსიის შეს…სახელმწიფო პენსიის/საპ…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…სოციალური პაკეტის განს…