ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 55. საპენსიო სქემებთან დაკავშირებული პრეტენზიების გადაწყვეტა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ლიანა ზაგაშვილიგურანდა გრიგოლიასანდრო სარუხანიშვილი

1.საპენსიო სქემის წესებით უნდა განისაზღვროს აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვისა და გადაწყვეტის მექანიზმი.

2.სამსახური ვალდებულია საპენსიო სქემის რეგისტრაციის პროცესში შეამოწმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მექანიზმი და მისი ეფექტიანობა.

3.მონაწილისა და ბენეფიციარის პრეტენზიების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

4.თუ მონაწილის ან ბენეფიციარის მიერ აქტივების მმართველი კომპანიისთვის, მზღვეველისთვის ან საპენსიო კომპანიისთვის წარდგენილი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა, მონაწილეს ან ბენეფიციარს უფლება აქვს, მიმართოს სამსახურს, რომელიც წარდგენილ პრეტენზიას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

5.სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვისას აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამსახურმა შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, დარღვევის საფუძვლისა და სიმძიმის შესახებ) უნდა მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირების მიზნით.

6.მონაწილე და ბენეფიციარი უფლებამოსილი არიან თავიანთი უფლებების დასაცავად ნებისმიერ დროს მიმართონ სასამართლოს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კესო ხუბუა

კესო ხუბუა

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁸21¹³⁹1252³327221544434610055
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ფულის გათეთრებისა და ტ…სახელმწიფო პენსიის შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა