Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაგროვებითი პენსიის შესახებმუხლი 22

დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 22. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:პირადი საგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, მას უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო ფონდს და გავიდეს ამ სქემიდან მასში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული მონაწილედ რჩება.

2.დამსაქმებელს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება ან მასზე სხვა ფორმით ზემოქმედება.

3.დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში: ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით; ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით; გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები გადაირიცხება საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.

4.თუ დასაქმებული ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს აღნიშნულ სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის მიერ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განცხადების წარდგენის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში მის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას და შექმნის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურების საფუძველს. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, მას უფლება აქვს, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო ფონდს და გავიდეს ამ სქემიდან მასში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული მონაწილედ რჩება. 2. დამსაქმებელს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება ან მასზე სხვა ფორმით ზემოქმედება. 3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში: ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით; ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით; გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები გადაირიცხება საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. 4. თუ დასაქმებული ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს აღნიშნულ სქემაში ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის მიერ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განცხადების წარდგენის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში მის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას და შექმნის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურების საფუძველს. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საპენსიო დანაზოგების დაბეგვრასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №13

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საგადა… 82მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 21დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა
  • 3დაგროვებითი საპენსიო სქემა
  • 23დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის განგრძობადობა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 3საპენსიო სქემის ფორმები და საპენსიო სქემაში მონაწილეობა
  • 46საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება, საპენსიო სქემის შეწყვეტა
  • 40პენსიის გაცემის ფორმები და პენსიის მიღების უფლება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 201საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრების დანიშვნის წესი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 15ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილე/ბენეფიციარი

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 19პენსიიდან თანხის დაკავება
  • 17პენსიის შეწყვეტა
  • 16პენსიის შეჩერება და განახლება

მეწარმეთა შესახებ

  • 234წევრის გასვლა კოოპერატივიდან

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1917168232123152343464020122
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს საგადასახა…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს პარლამენტი…ფულის გათეთრებისა და ტ…სახელმწიფო პენსიის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026