არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 25. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლად ითვლება სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემაში ან ამავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა.

2.მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის შემთხვევაში საპენსიო სქემის წესების შესაბამისად იხურება მონაწილის სახელობითი საპენსიო ანგარიში და დამფუძნებლის მოვალეობანი გადაეცემა იმ საპენსიო სქემის დამფუძნებელს, სადაც გადავიდა მონაწილე.

3.დამფუძნებელთან დადებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის უფლებასა და პირობებს.

4.პროფესიული საპენსიო სქემა უნდა ითვალისწინებდეს მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის პირობებს შემდეგ შემთხვევებში: ა) მონაწილის დათხოვნისას ან დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ინვალიდობის დადგენისას; ბ) დამქირავებლის გაკოტრებისას.

5.საპენსიო სქემის შეწყვეტისას მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა ხდება მონაწილის ინიციატივით (თანხმობით) და სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით. დამფუძნებელი, რომლის სქემიდანაც გადადის მონაწილე, ვალდებულია, სხვა დამფუძნებელს, რომლის სქემაშიც გადადის მონაწილე, გადასცეს შემდეგი დოკუმენტები: ა) საპენსიო სქემის წესებისა და მონაწილესთან დადებული ხელშეკრულების, აგრეთვე ამ დოკუმენტებში შეტანილი ყველა ცვლილებისა და დამატების ასლები; ბ) ანგარიში დარიცხული და გაცემული პენსიებისა და საპენსიო დანაგროვის ფორმირების შესახებ; გ) მონაწილის სახელობითი საპენსიო დანაგროვის დამადასტურებელი საბუთი ფულადი ფორმით გადაცემის დღისათვის, რომლის საანგარიშო სიდიდე განისაზღვრება ამ კანონით.

6.მონაწილის გადასვლა იმავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში ხდება მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლად ითვლება სხვა დამფუძნებლის საპენსიო სქემაში ან ამავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა. 2. მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის შემთხვევაში საპენსიო სქემის წესების შესაბამისად იხურება მონაწილის სახელობითი საპენსიო ანგარიში და დამფუძნებლის მოვალეობანი გადაეცემა იმ საპენსიო სქემის დამფუძნებელს, სადაც გადავიდა მონაწილე. 3. დამფუძნებელთან დადებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის უფლებასა და პირობებს. 4. პროფესიული საპენსიო სქემა უნდა ითვალისწინებდეს მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის პირობებს შემდეგ შემთხვევებში: ა) მონაწილის დათხოვნისას ან დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ინვალიდობის დადგენისას; ბ) დამქირავებლის გაკოტრებისას. 5. საპენსიო სქემის შეწყვეტისას მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლა ხდება მონაწილის ინიციატივით (თანხმობით) და სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებელთან შეთანხმებით. დამფუძნებელი, რომლის სქემიდანაც გადადის მონაწილე, ვალდებულია, სხვა დამფუძნებელს, რომლის სქემაშიც გადადის მონაწილე, გადასცეს შემდეგი დოკუმენტები: ა) საპენსიო სქემის წესებისა და მონაწილესთან დადებული ხელშეკრულების, აგრეთვე ამ დოკუმენტებში შეტანილი ყველა ცვლილებისა და დამატების ასლები; ბ) ანგარიში დარიცხული და გაცემული პენსიებისა და საპენსიო დანაგროვის ფორმირების შესახებ; გ) მონაწილის სახელობითი საპენსიო დანაგროვის დამადასტურებელი საბუთი ფულადი ფორმით გადაცემის დღისათვის, რომლის საანგარიშო სიდიდე განისაზღვრება ამ კანონით. 6. მონაწილის გადასვლა იმავე დამფუძნებლის სხვა საპენსიო სქემაში ხდება მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2003 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    25-ე მუხლის მე-3 პუნქტში ამოღებულია პროფესიული სქემის ხელშეკრულების გამონაკლისი, ხოლო მე-4 პუნქტის ჩამონათვალიდან ამოღებულია სქემის შეწყვეტის შემთხვევა; ორი სიტყვა გრამატიკულად შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
521¹³⁷21¹³⁸288323431545422225
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს ადმინისტრა…დაზღვევის შესახებსახელმწიფო პენსიის/საპ…