კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 25². კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ: ა) სამეცნიერო კვლევა; ბ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ დაცვის რეჟიმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება; ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების მიერ ან მათი თანხმობით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება კვლევების ჩატარების მიზნით; ზ) 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით.

2.კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მცურავი საშუალებებით გადაადგილება ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების შესაბამისად.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1628 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2026 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 9 ივლ. 2024 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. … – 9 ივლ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
201215¹13199174 (და…37656²25²
მნიშვნელობით ახლოსკოლხეთის დაცული ტერიტო…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს სახელმწიფო…ერუშეთის დაცული ტერიტო…საქართველოს ტყის კოდექ…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა