1.კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − ტრადიციული გამოყენების ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვისა და თვითმყოფადი გარემოს შენარჩუნებისათვის .
2.ტრადიციული გამოყენების ზონის ძირითადი მიზანია განახლებადი ბუნებრივი რესურსების კონტროლირებადი და მდგრადი გამოყენება ეკოსისტემების დაცვისა და მონიტორინგის აუცილებელი განხორციელებით .
3.ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ :
ა ) ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებისა და ბუნებრივი პროდუქტიულობის გათვალისწინებით ლიმიტირებული ძოვება , თიბვა , თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება ;
ბ ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები ;
გ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ;
დ) ეკოტურიზმი, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ე ) ვიზიტორთა გადაადგილება განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში ( ქვეითად , ცხენით , ნიჩბიანი ან ელექტროძრავიანი ნავით ) ;
ვ ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ;
ზ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ;
თ ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ;
ი) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო-, საჰაერო და სანაოსნო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
კ ) ტრადიციული გამოყენების ზონის ფიზიკური დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.
4.ტრადიციული გამოყენების ზონის ზუსტი მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სა მენეჯმენტო გეგმის მიხედვით .
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4226 - სსმ №2, 04.01.2007 წ., მუხ.31
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა ( შემდგომ ამ მუხლში − ტრადიციული გამოყენების ზონა ) „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვისა და თვითმყოფადი გარემოს შენარჩუნებისათვის .2. ტრადიციული გამოყენების ზონის ძირითადი მიზანია განახლებადი ბუნებრივი რესურსების კონტროლირებადი და მდგრადი გამოყენება ეკოსისტემების დაცვისა და მონიტორინგის აუცილებელი განხორციელებით .3. ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ :ა ) ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებისა და ბუნებრივი პროდუქტიულობის გათვალისწინებით ლიმიტირებული ძოვება , თიბვა , თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება ;ბ ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევები ;გ ) საგანმანათლებლო საქმიანობა ;დ) ეკოტურიზმი, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;ე ) ვიზიტორთა გადაადგილება განსაზღვრული წესით დადგენილ საზღვრებში ( ქვეითად , ცხენით , ნიჩბიანი ან ელექტროძრავიანი ნავით ) ;ვ ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება ;ზ ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება ;თ ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება ;ი) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით ავტომოტო-, საჰაერო და სანაოსნო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;კ ) ტრადიციული გამოყენების ზონის ფიზიკური დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.4. ტრადიციული გამოყენების ზონის ზუსტი მდებარეობა , ფართობი და საზღვრები „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად დგინდება ამავე დაცული ტერიტორიის სა მენეჯმენტო გეგმის მიხედვით .საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1878 - სსმ I, №41, 19.07.2005 წ., მუხ.296საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4226 - სსმ №2, 04.01.2007 წ., მუხ.31საქართველოს 2011 წლის13 ოქტომბრის კანონი №5128 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.საქართველოს 2020 წლის 13ივლისის კანონი №6752 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №23 · ძალაშია 20 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 20 ივლ. 2020ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 იან. 2007
15¹ მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში ტრანსპორტით გადაადგილებას დაემატა მიზნის მითითება — სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელება.
კანონს დაემატა 15¹ მუხლი ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის შესახებ: მისი უბნები, მიზანი, დაშვებული საქმიანობები და საზღვრების დადგენის წესი.
მითითებამნიშვნელობით ახლოსკოლხეთის დაცული ტერიტო…ერუშეთის დაცული ტერიტო…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…მაჭახელას ეროვნული პარ…რაჭის დაცული ტერიტორიე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა