Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტყის კოდექსიმუხლი 37

საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 37. ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ბუნებრივი რესურსებისატყეო საქმემიწის ნაკვეთის შეფასებაგარემოს დაცვის დანაშაულებიგანახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები: ა) სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება; ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება; გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა; დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა; ე) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა; ვ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა; თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება; ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა; კ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.

2.ფართობის ერთეულზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება, თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლის ერთმანეთს.

3.ტყის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება ტყით სპეციალური სარგებლობის დასაშვები სახეები, კერძოდ: ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყეში (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და ამ კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში დასაშვებია განხორციელდეს: ა.ა) პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებსა და კოლხეთის დაბლობის მურყნარ (თხმელნარ) ტყეებში; ა.ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“−„ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები (სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ნაწილზე); ა.გ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა: ა.გ.ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ა.გ.ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ა.გ.გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) შესასწავლად/მოსაპოვებლად); ა.გ.დ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობა; ბ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა (დასაშვებია მხოლოდ პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში) და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება); გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება); დ) სამეურნეო ტყესა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ტყეში დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები: ა) სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება; ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება; გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა; დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა; ე) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა; ვ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა; თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება; ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა; კ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა. 2. ფართობის ერთეულზე დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება, თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლის ერთმანეთს. 3. ტყის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება ტყით სპეციალური სარგებლობის დასაშვები სახეები, კერძოდ: ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყეში (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და ამ კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში დასაშვებია განხორციელდეს: ა.ა) პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებსა და კოლხეთის დაბლობის მურყნარ (თხმელნარ) ტყეებში; ა.ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“−„ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეები (სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ნაწილზე); ა.გ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა: ა.გ.ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ა.გ.ბ) წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ა.გ.გ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად (მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) შესასწავლად/მოსაპოვებლად); ა.გ.დ) ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობა; ბ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა (დასაშვებია მხოლოდ პირწმინდა სამეურნეო ჭრა ტყის 6 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე არსებულ აკაციის კორომებში) და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება); გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა (დასაშვებია მხოლოდ მიწისქვეშა წყლების, მათ შორის, მინერალური წყლების, ნახშირჟანგისა და ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება); დ) სამეურნეო ტყესა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ტყეში დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების მიზნით ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის ან რეაბილიტაციისთვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოპოვება. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 24 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24 დეკ. 2021

    37-ე მუხლის მე-3 ნაწილში ტყით სპეციალური სარგებლობის დასაშვები სახეები ტყის კატეგორიების მიხედვით ა)–დ) ქვეპუნქტებად ახლებურად დადგინდა, დაცულ ტყეში ცალკე ჩამონათვალითა და წიაღის მოპოვების შეზღუდული გამონაკლისებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 38

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სარეკრეაციო და სატყეო მიწის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სატყეო სამართალისერვისის გვერდი
  • ტყით სარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი
  • ქარის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №8

  • 1 ცვლილება · ბოლო 24 დეკ. 2021
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

დაცული ტერიტორიები… 7დაცული ტერიტორიები… 9მუხლი 68მუხლი 7მუხლი 8მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38მუხლი 93

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 38ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება
  • 29ტყის სპეციალური გამოკვლევა
  • 69განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 65ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა
  • 66უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით
  • 75ტყის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დარღვევა

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

  • 2

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 8ხე-ტყის დამზადება
  • 10ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 4ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძალვები

წიაღის შესახებ

  • 6წიაღით სარგებლობა

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 6საქართველოს მიწის ფონდი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2656675798386878993296937
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს ადმინისტრა…ქალაქ თბილისის საზღვრე…სატყეო მეურნეობის მართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026