ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის შესაბამის ორგანოში გამოძახების საფუძველზე გამოცხადებულ მოწმეს ან ექსპერტს, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, არ შეიძლება ამ მხარის ტერიტორიაზე დაედოს ბრალი, აყვანილ იქნეს პატიმრობაში, ან დაედოს მსჯავრი ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის გადალახვამდე ჩადენილი დანაშაულისათვის. მოწმე ან ექსპერტი ვალდებულია დატოვოს შემკითხველი მხარის ტერიტორია 15 დღის განმავლობაში იმის შეტყობინებიდან, რომ მისი დასწრება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამ ვადაში არ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც მოწმეს ან ექსპერტს ობიექტურ გარემოებათა გამო არ შეეძლო დაეტოვებინა შემკითხველი მხარის ტერიტორია. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება დაედოთ ბრალი ან დაკავებულ იქნენ მათ მიერ მიცემული ჩვენების ან მიცემული დასკვნის გამო.

2.გამოძახებული მოწმის ან ექსპერტის მგზავრობის, კვების და ცხოვრების ხარჯებს გაიღებს შემკითხველი მხარე, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად. ამის თაობაზე მითითებული უნდა იყოს მოთხოვნაში. აღნიშნულ პირთა თხოვნით შემკითხველი მხარის დაწესებულებებმა შეიძლება წინასწარ აუნაზღაურონ მათ შესაბამისი ხარჯები. ნაწილი II. დოკუმენტები

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38168404914971211828653912
მნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…ევროპული კონვენცია სის…სისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა