საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 149. გამოცხადების სავალდებულოობა, მიყვანა

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე თავისი მოწმის გამოძახების შესახებ.

2.პირი, რომელსაც კანონით დადგენილ შემთხვევებში იძახებს სასამართლო, ვალდებულია გამოცხადდეს ზუსტად დანიშნულ დროს და ადგილას. გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მიიყვანონ.

3.მიყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში მოწმის მონაწილეობა, თუ იგი უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე.

4.ექსპერტიზის ინიციატორი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა ან თუ აუცილებლად იქნა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა დასწრება. იძულებით მიყვანა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით. გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიყვანა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს განჩინებით.

5.მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი; მისი მიყვანის საფუძველი; როდის და სად უნდა მიიყვანონ პირი; ვის ევალება მისი მიყვანა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე თავისი მოწმის გამოძახების შესახებ. 2. პირი, რომელსაც კანონით დადგენილ შემთხვევებში იძახებს სასამართლო, ვალდებულია გამოცხადდეს ზუსტად დანიშნულ დროს და ადგილას. გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება იძულებით მიიყვანონ. 3. მიყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში მოწმის მონაწილეობა, თუ იგი უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე. 4. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა ან თუ აუცილებლად იქნა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ პირთა დასწრება. იძულებით მიყვანა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით. გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიყვანა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს განჩინებით. 5. მიყვანის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისაყვანი პირის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი; მისი მიყვანის საფუძველი; როდის და სად უნდა მიიყვანონ პირი; ვის ევალება მისი მიყვანა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
382562431401691461441142262284915072812149
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა