ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

მუხლი 64

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 აპრ. 1998

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.63-ე მუხლში გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ერთმანეთს უგზავნიან წერილობით მოთხოვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მოთხოვნის წარმომდგენი ორგანოს დასახელება; ბ) დოკუმენტები, რომლებიც ეხება მოთხოვნაში აღნიშნული დანაშაულის საგანს, დანაშაულის დროისა და ადგილის ჩათვლით; გ) შესაძლებლობის ფარგლებში მონაცემებს ეჭვმიტანილის ვინაობის, მოქალაქეობის, ადგილსამყოფლის ან საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

2.მოთხოვნას თან ერთვის ქვემოთ მითითებული დოკუმენტები: ა) მოთხოვნის წარმომდგენი მხარის ენაზე შედგენილი გამოძიების მასალები ან დედანთან სათანადოდ დამოწმებული მისი ასლები; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი ხასიათის ნივთები და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების 67-ე მუხლის დებულებები; გ) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც ქმედება დანაშაულად არის მიჩნეული; დ) ეჭვმიტანილის ფოტოსურათი, აუცილებლობის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად, მისი თითის ანაბეჭდი.

3.ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე აცნობებს მეორე მხარეს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შედეგებს და უგზავნის საბოლოო გადაწყვეტილების ასლს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2632218399466367362646162464
მითითებამნიშვნელობით ახლოსხელშეკრულება საქართველ…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…ადამიანის სისხლისა და …სისხლის სამართლის სფერ…სამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა