1.„მოთხოვნის“ ბარათის: ა) გრაფაში „შემოწმების მიზანი“ მიეთითება, თუ რა მიზნით ხდება შეკითხვის გაგზავნა, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. პირველ შემთხვევაში მიეთითება კონკრეტულად რომელი სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოწმდება პირი, ხოლო მეორე შემთხვევაში მიეთითება სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება ამგვარი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ; ბ) შემოწმების ინიციატორის მოთხოვნით, პირი შეიძლება შემოწმდეს წლის განმავლობაში მის მიერ ჩადენილ ყველა სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. გარდა ამისა, პიროვნება მოწმდება მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე სხვა შემთხვევებშიც (მაგალითად, სანებართვო სამსახურების მიერ, მოქალაქეთა მხრიდან ცეცხლსასროლ იარაღზე შესაბამისი ნებართვის მიღების მოთხოვნის შემთხვევაში); გ) გრაფაში „შემოწმების შედეგი“ მიეთითება შესამოწმებელ პირზე წლის განმავლობაში გამოვლენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. აგრეთვე პირთან დაკავშირებული ის მონაცემები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმის განმხილველი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. დამატებითი ინფორმაციის მოძიება ხორციელდება რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო ოპერატიული კრებსის მონაცემებში. თუ შესამოწმებელი პირის ან ორგანიზაციის (ფირმის) მიმართ საინფორმაციო ცენტრს არ გააჩნია შეკითხვის ინიციატორისათვის საინტერესო ინფორმაცია, შემოწმების შედეგისათვის განკუთვნილ ადგილას დაისმება სპეციალური ოვალური ფორმის შტამპი (დანართი №15) წარწერით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საინფორმაციო ბანკში არ ირიცხება“; დ) „მოთხოვნის“ ბარათის დანარჩენი გრაფები ივსება შეტყობინების ბარათების ანალოგიურად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ერთიანი საინფორმაციო ბანკიდან ინფორმაცია ერთ წელზე მეტი ხანდაზმულობის ვადის მქონე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შეიძლება გაიცეს მოქალაქის სამართალდამცავ ორგანოებში მიღებასთან დაკავშირე-ბით ან ოპერატიული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

